ჩელენჯ თასის პირველ ტურში ტოპ 14-ის "ვანთან" მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ (22:19), "შავი ლომის" მოთამაშეებმა ცოტა დაისვენეს და 15 დეკემბერს უელსში, "სქარლეთსთან" გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

ჰლანეჰლიში, Parc y Scarlets-ზე თამაში საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ქართულ გუნდს ფლეი ოფში პირველად გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება.

23 წლის ლუკა მატკავა 305 ქულით "შავი ლომის" საუკეთესო მექულეა. "ვანთან" მან გუნდს 5 ჯარიმითა და ერთი გარდასახვით 17 ქულა შესძინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

"ეს არაფერს ნიშნავს და სრულად თანაგუნდელების დამსახურებაა. ბიჭებმა შექმნეს მომენტები, რომლებიც მე გამოვიყენე", - აღნიშნავს მატკავა და განვლილ შეხვედრას აფასებს:

"რთული თამაში გამოვიდა. მანამდე ვითამაშეთ რაგბი ევროპის სუპერთასი, რის შემდეგაც ასეთი მაღალი დონის ტურნირზე გადართვა მოგვიწია, რაც ძალიან რთულია. თუმცა ამოცანას თავი კარგად გავართვით და მიუხედავად შეცდომებისა შეხვედრა პოზიტიური შედეგით დავასრულეთ. კარგია, რომ ასე მოხდა და წაგებულ თამაშზე არ მოგვიწია რაღაცების სწავლა.

ვფიქრობ, ძალისმიერ თამაშში თავს კომფორტულად ვგრძნობთ და ალბათ, უფრო დისციპლინის პრობლემები გვქონდა. ძალიან ბევრი ელემენტარული ჯარიმა ავიღეთ და შემდეგი თამაშისთვის სწორედ ეს გვაქვს გამოსასწორებელი. "ვანთან" მოგება თავდაჯერებულობისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩანს, რომ ამ ტურნირზე ასპარეზობა შეგვიძლია და უელსშიც ბევრად უფრო თავდაჯერებულები მივდივართ".

ახლა "შავი ლომი" მეორე თამაშისთვის ემზადება, ნაცნობ გუნდ "სქარლეთსთან", რომელთანაც ზუსტად ერთი წლის წინ, 15 დეკემბერს, ჩელენჯ თასზე პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მაშინ ქართველებმა მეტოქეს Parc y Scarlets-ზე 23:7 სძლიეს. მატკავა ფიქრობს, რომ უელსელები რევანშის აღებას ეცდებიან და წელს უფრო ძლიერ გუნდს დაახვედრებენ:

"ველოდები, რომ "სქარლეთსი" ძალიან მაგარ გუნდს დაგვიყენებს და მაქსიმალურად მობილიზებული დაგვიხვდება. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ წელს მათ შარშანდელთან შედარებით ბევრად კარგი გუნდი ჰყავთ და მძიმე მატჩი გველოდება. განვიხილეთ მათი და "ბაიონას" თამაში. შარშან "სქარლეთს" ძალიან სუსტი შერკინება ჰყავდა, წელს ეს კომპონენტი გამოსწორებული აქვთ, ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და მეტოქეს მოდუნებს შესაძლებლობას არ აძლევენ".

"შავი ლომი" უელსში პარასკევს გამთენიისას მიემგზავრება, "სქარლეთსთან" მატჩის შემდეგ კი საახალწლო შესვენებაზე გავა და ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპს 2025 წლის იანვარში გააგრძელებს - 11 იანვარს ტოპ 14-ის კიდევ ერთ გუნდ "ბაიონას" თბილისში, "მიხეილ მესხზე" ვუმასპინძლებთ, 19 იანვარს კი "ედინბურგს" შოტლანდიაში ვეწვევით.

Rugby.ge

ნიკო
ამ თამაშის მოგებით თითქმის გარანტირებულად გავალთ ჯგუფიდან შემდეგ წრეში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. კარგ თამაშს და წარმატებებს ვუსურვებ შავ ლომს. დისციპლინასთან დაკავშირებული შეცდომები მაქსიმალურად თუ შემცირდება, სკარლეტის დამარცხება უნდა შევძლოთ.
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
ჩელენჯ თასი | ხუთი დებიუტანტი და ექვსი ცვლილება სასტარტოში
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | საერთაშორისო პრესის გამოხმაურება ისტორიულ გამარჯვებაზე - მცირე შოკი და გმირი მატკავა
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" სტუმრად "სქარლეთსთან" დამარცხდა [VIDEO]
ჩელენჯ თასი | სამი ცვლილება "სქარლეთსისთვის"
ჩელენჯ თასი | მეორე მეტოქე - "სქარლეთსი"
ჩელენჯ თასი | "შავი ლომი" უელსში დანაკლისით ჩავიდა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"შავი ლომი". დერეფანი უელსური, შერკინება და ისტორიული გამარჯვება - ქართული!
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"