"უმცროსი ბორჯღალოსნები": კანადით ვიწყებთ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში, ბრეტანში გაემგზავრა, სადაც 6-16 აპრილს რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ამ ტურნირში მიზნად მინიმუმ ფინალში გასვლას გეგმავენ. მეოთხედფინალურ ეტაპზე დავით ჩავლეიშვილის შეგირდები კანადის ნაკრებს შეხვდებიან. მოგების შემთხვევაში ნახევარფინალში იაპონიისა და ბელგიის წყვილს შორის გამარჯვებულთან ითამაშებენ.

18-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი რატი ჟორჟოლიანი:

"ამ ტურნირისთვის სექტემბრიდან ვემზადებით. მონპელიეში, საწვრთნელ შეკრებაზე 33 მორაგბით გავემგზავრეთ და ორი მატჩი გავმართეთ. უმრავლესობისთვის ეს პირველი თამაში იყო უცხოელების წინააღმდეგ და ის გამოცდილება შევიძინეთ, ევროპის ჩემპიონატზე წნეხს რომ მოგვიხსნის. ცოტას ვნერვიულობდით,
თუმცა, ვფიქრობ, დავალებები კარგად შევასრულეთ და ეს შედეგზეც აისახა.

მომავალ მეტოქეებზე ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ და ქართველი ქომაგი გავახაროთ".

საქართველოს ნაკრები:
შერკინება: ლუკა ჭელიძე, სოსო ჭყოიძე, საბა ჯღარკავა რატი ჟორჟოლიანი, ბექა ყორიაული, კობა კოლოტაური (ყველა-ლელო), გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე, ნიკა წივწივაძე (სამივე-აია), გია ხარაიშვილი (ხაშური), ლუკა აზარიაშვილი (მონპელიე), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), იოანე იაშაღაშვილი (ჩოხოსნები), გიგი ლეშკაშელი (ბაგრატი)
უკან ხაზი: საბა ხურცილავა, გოჩა ჩანადირი (ორივე-არმაზი), მიხეილ ალანია, კონსტანტინე მარჯანიშვილი (ორივე-ჩოხოსნები), თედო აბჟანდაძე, ლაშა ლომიძე, ირაკლი სიმსივე, ოთარ ძაგნიძე (ოთხივე-აია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), დემურ თაფლაძე, გიორგი ასათიანი (ორივე-ლელო), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

ევროპის ჩემპიონატი
7 აპრილი
მეოთხედფინალი
საქართველო-კანადა
საფრანგეთი-ესპანეთი
იაპონია-ბელგია
აშშ-პორტუგალია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადმე ვნახავ თამაშის რეპორტაჟს?
kaxa
18:18 06-04-2017
0
კანადასთან ალბათ მაინც მოვიგებთ, თუმცა შემდეგ წრეში უკვე იაპონიასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმედია კარგად გვახსოვს მწარე გამოცდილება U-20-ის და ეროვნულის ნაკრებების დონეზე. კარგია რომ იაპონიას ჩვენამდე ერთი თამაში უკვე ჩატარებული ექნება და აქედან გამომდინარე ჩვენს სამწვრთნელო შტაბსაც გარკვეული ინფორმაცია ექნება ამ გუნდზე. წარმატებები ბიჭებს!
levani
13:55 04-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული