"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იაპონიასაც მოუგეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დღეს, 11 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატზე" 1/2-ფინალური შეხვედრა იაპონიის თანატოლთა გუნდთან ჩაატარა და მეტოქე ანგარიშით 42:17 დაამარცხა.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ ტაიმში, რომელიც 15:3 მოიგეს, მეტოქეს 2 ლელო დაუდეს. შესვენების შემდეგ კი კიდევ 4 ლელო მიითვალეს და ტურნირის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 15 აპრილს გაიმართება, ქართველი მორაგბეები მასპინელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ვულოცავ გუნდს და სამწვრთნელო შტაბს. უკვე კარგი შედეგია. მესამედ ზედიზედ გავდივართ ევროპის ჩემპიონატის ფინალში - ხუმრობა ხომ არ არის. მთავრობას ვურჩევ რაგბის დიდი ყურადღება მიაქციოს, თორემ არჩვენებში ხმას აღარ მივცემ.
gogig
23:00 11-04-2017
0
ვერ გავიგე:კი მაგრამ იაპონია ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს?
ბაჩო გ
23:55 11-04-2017
0

სიახლეები პოპულარული