რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ბილეთები ორ ეტაპად გაიყიდება: 12 აპრილიდან ყველა სამატჩო დღეზე დასასწრები ბილეთების 60 პროცენტი გაიყიდება, ხოლო 12 მაისიდან - დანარჩენი 40 პროცენტი. ასევე შესაძლებელია ბილეთების ონლაინ შეძენაც (იხილეთ ბმული).
დღის ბილეთის ფასი სტადიონების მიხედვით:
ავჭალის სტადიონი - 20 ლარი
აია არენა - 5 და 10 ლარი
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი - 5 და 15 ლარი.
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პლანეტის 12
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ გაიმართება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში ჩატარდება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეი ოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე გაიმართება.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით