U18. საფრანგეთი VS საქართველო - მესამე ცდა ევროპის დასაპყრობად

AutoSharing Option
დღეს, 15 აპრილს, საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე "რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის" ფინალურ შეხვედრაში მასპინძელ თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდება.

ქალაქ ბრეტანში მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, გულშემატკივარს კი მისი ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირის 1/4-ფინალში კანადის ნაკრები ანგარიშით 43:3 დაამარცხეს, ხოლო 1/2-ფინალში იაპონიას 42:17 სძლიეს. თავის მხრივ ფრანგებმა ესპანეთსა (36:9) და პორტუგალიას (47:0) აჯობეს.

- U18. საქართველო-კანადა 43:3 - სოლიდური "უმცროსი ბორჯღალოსნები" [VIDEO]
- U18. საქართველო-იაპონია 42:17 - ისევ ფინალში, ისევ ფრანგებთან!
[VIDEO]


საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით ჩავლეიშვილმა ფრანგებთან თამაშისთვის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.

განაცხადში არაა ლუკა გელაშვილი, რომელსაც ტესტით მცირე ტვინის შერყევა დაუდგინდა და მწვრთნელებმა არ გარისკეს. მის ნაცვლად შერკინების მეორე ხაზში თამაშს იოანე იაშაღაშვილი დაიწყებს, ხოლო მარცხენა ბურჯად ლუკა ჭელიძის ნაცვლად, გიორგი ახალაძე დადგება. ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში: დემურ თაფლაძის ნაცვლად, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, სასტარტოში ირაკლი სიმსივე იქნება.

"უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მასპინძლებთან თამაშის წინ თავის მოლოდინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლა ბოლო წუთამდე გაგრძელდება.

"საფრანგეთის ნაკრები უპირობო ლიდერია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.

განვიხილეთ მისი განვლილი თამაშები. ესპანეთთან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. როგორც ჩანს, ფრანგები მეტოქისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდნენ, მაგრამ მერე ზედიზედ 2 ლელო დადეს და მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს.

ფრანგების შემადგენლობა აღნაგობით გამორჩეულია და სიმაღლეში ნამდვილად მოგვიგებენ, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს ფინალია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. არ გვაქვს განწყობა, რომ კარგად ვითამაშოთ და მცირედით წავაგოთ - ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, ამ ბრძოლაში გამარჯვება ვის დარჩება"

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც წელს აშშ, კანადა და იაპონიაც დაემატნენ, გადამწყვეტ შეხვედრაში ზედიზედ მესამედ უპირისპირდება საფრანგეთს. წინა ორ შემთხვევაში გამარჯვება ჩვენს მეტოქეს დარჩა.

საქართველოს ნაკრები:
15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა. 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი. 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.
სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები და აბა თქვენი იცით ეხლა, არ უნდა ეს მორიდება და ლიდერები და ეგეთები, დამერწმუნეთ თქვენი მაგრად ეშინიათ ფრანგებს, ჩვენების პროგრესი წლიდან-წლამდე თავლშისაცემია, ისინი კი ერთ ადგილას დგანან
ragbirugbi
14:02 15-04-2017
0
თქვენი იმედი გვაქვს,წარმატებები
levani
15:23 15-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული