U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - თერთმეტი ცვლილება

AutoSharing Option
"უმცროსი ბორჯღალოსნები", რომლებიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, დღეს სამხრეთაფრიკული "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან მეორე საკონტროლო მატჩს გამართავენ.

შეხვედრა "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე", 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ამ სამ მატჩში საქმეში შეკრებაზე მყოფი ყველა კანდიდატი გამოსცადონ და სასტარტო შემადგენლობაში 11 მორაგბე შეცვალეს.

ოთხი დღის წინანდელი მატჩის მსგავსად, თამაშს იწყებენ ფულბეკი ლუკა იურინი, შუამარბი გიორგი წიკლაური და მესამეხაზელები შოთა არეშიძე და თორნიკე ჯალაღონია. თადარიგში, რაგბის წესების დაცვით, ამჯერად 8 მორაგბეა.

შემადგენლობაში უმეტესად ის ბიჭები დაწინაურდნენ,
რომლებიც წინა მატჩში განაცხადში არ იყვნენ ან თამაშში თადარიგიდან ჩაერთნენ.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში მეტოქე 55:17 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები
15. ლუკა იურინი (ლიონი), 14. საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსის აკადემია), 13. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 12. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია); 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო), 3. გურამ პაპიძე (ლიონი), 4. გიგა გრიგალაშვილი (ლელო), 5. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).
16. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 17. პეტრე ჯინჭარაძე (აია), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. სანდრო სვანიძე (არმაზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრპორტაჟი არსად არის?
სოსო
18:31 03-05-2017
0

სიახლეები პოპულარული