U20. მ/ჩ: იტალიამ ირლანდიას გამარჯვება გამოგლიჯა, საფრანგეთმა ფრე გააგორა

AutoSharing Option
31 მაისს თბილისსა და ქუთაისში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

თბილისში, "ავჭალაზე" C ჯგუფში სამხრეთ აფრიკასა და საფრანგეთს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 23:23 დასრულდა.

საფრანგეთის მხრიდან ლელოები რომენ ბიუროსმა, ფლორიან დიუფურმა და ბაპტისტ კუიუმ დადეს. გარდასახვა და ორი არეკნი რომენ ონ'ტამაკმა გაიტანა.

სამხრეთ აფრიკიდან ორი ლელოთი იარნო აუგუსტუსი გამოირჩა. ქერვინ ბოშმა კი ორი გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა.

არანაკლებ საინტერესო გამოდგა მეორე მატჩი, სადაც ქუთაისში B ჯგუფში ირლანდია იტალიას შეხვდა და ანგარიშით 21:22 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიელები 0:12-ს
აგებდნენ, მაგრამ მატჩში გარდატეხა შეიტანეს, თუმცა იტალიელებმა მიწურულს მაინც გამოგლიჯეს გამარჯვება ირლანდიელებს.

იტალიიდან თითო-თითო ლელო დანილო ფისკეტიმ, იაკოპო ბიანკიმ და მასიმო ჩოფიმ დადეს. ჩოფიმ ასევე ერთი გარდასახვა გაიტანა. ანტონიო რიძიმ კი ერთი ჯარიმა და არეკნი მიითვალა.

ირლანდიიდან ორი ლელო ქელვინ ნეშმა დადო. კონორ დინმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანა. ქიარან ფროულიმ კი ერთი ჯარიმა ჩაიწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში დღეს საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

დღის ბოლო მატჩი თბილისში, "ავჭალაზე" A ჯგუფში 20:30 საათზე ჩატარდება, სადაც ავსტრალია უელსს შეხვდება.

- U20. მ/ჩ: ინგლისმა და ახალმა ზელანდიამ მოგებით დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული