U20. მ/ჩ: პლეი ოფის საგზურის მფლობელი პირველი გუნდი გამოვლინდა

AutoSharing Option
31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

A ჯგუფში ავსტრალია სამოას შეხვდა და ანგარიშით 33:26 დაამარცხა. ავსტრალიიდან ლელოები ჰენრი ჰაჩინსონმა, დილან რაილიმ და ლიამ მაკ"ნამარა დადეს. ჰარი ნუსიფორამ ერთი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა, ხოლო ჰარისონ გოდარდმა ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა.

სამოადან ლელოებით გამოირჩნენ: ტანიელუ ტელეჰა, ალექს პოლა-მარი (2). ოიკუმენე პაისამიმ ერთი ჯარიმა გაიტანა, რიკი ენემ კი ორი ჯარიმა მიითვალა.

მდგომარეობა ჯგუფში:

1. ავსტრალია 2 2 0 0  57:43 9
2. ინგლისი 1 1 00  74:17 5
3.
უელსი 1 0 0 1  17:24 1
4. სამოა 2 0 0 2  43:107 1

ქუთაისში B ჯგუფში ახალმა ზელნადიამ იტალია ანგარიშით 68:26 გაანადგურა. "ბეიბი ბლექსმა" მეტოქე 10 ლელო დაუდო. აღსანიშნავია, რომ ლელოს დადება 8 მორაგბემ შეძლო.

ახალზელანდიელთა მხრიდან ლელოები დადეს: ვილ ჯორდან, ორბინ ლეჯერ (+2 გარდასახვა), ქეილებ კლარკი (2), ჯონა ნარეკი, ბრეიდონ ენორი, პური რაკეტე-სთოუნზი, ტამატი ტუა, ადრიან ჩოუთი.

ტიან ფოლკონმა 5 გარდასახვა და 3 ჯარიმა გაიტანა. ახალი ზელანდია გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

იტალიიდან ლელოები სიმონე კორნელიმ, ნიკოლო კანონემ, მიკელე ლამარომ და ალბერტო როლერომ დადეს. ფილიპო დი მარკომ კი სამი გარდასახვა გაიტანა.

1. ახალი ზელანდია 2 2 0 0  110:46 10
2. შოტლანდია 2 1 0 1  52:70 5
3. იტალია 2 1 0 1  48:89 5
4. ირლანდია 0 0 0 2 49:54 2
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული