"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.
35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.
65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.
70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.
75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.
მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.
- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]
სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0 61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1 62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
ფეხბურთში 32 გუნდიან მსიფლიოზე რო გავიდეთ და 7-0 წავაგოთ ყველასთან ხალხი კმაყოფილი და ედნიერი იქნება. ასე რომ ბოდიალს მორჩით და ბიჭებს გულს ნუ უტეხავთ. ფედერაციას იმის ფულიც არ აქვს ევროთასებზე ერთი გუნდი მაინც გაიყვანოს. ფეხბურთში გაბალასთან აგებენ.
სამხრეთ აფრიკასთან 4 ერის ერთერთ მონაწილესთან და მის 12 გზის გამარჯვებულთან.ამ ბიჭებს რო ლანძღავთ მადლობა გადაუხადეთ იმისთვის რომ ბოლომდე იბრძოლეს მსოფლიოს ერთერტ უძლიერეს ნაკრებთან...
ელიტაში თამაში ჩვენებს არ შეუძლიათ.