"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.
35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.
65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.
70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.
75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.
მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.
- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]
სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0 61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1 62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
1. არ შეიძლება ვუნმე "მართლა სპეციალისტმა" ტელევიზიით (რომ ვხედავდეთ ვინ არის და კომპიუტერს ამოფარებული ვინმე ჟურნალისტი არ აღმოჩნდეს) რეალურად გაარჩიოს მსაჯის მოქმედებები ჩვენს თამაშებზე. არა ვარ ბატონო რაგბის სპეციალისტი და ეგებ ვერ ვხვდები რამეს და ამ დროს მართალია ის კაცი. პირადად ჩემი აზრით არავის უნდა ჩვენი რაგბისტების განვითარება და მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეგვიშალონ.
2. საიდან გაჩნდა ამდენი ცენზურა რომ არ დავარღვიო უნამუსოს "ქართველებში". გავიგეთ ღვარძლი რომ გახრჩობთ და არ გჯერათ ქართული რაგბის განვითარების და დაგაძალათ ვინმემ? თქვენ ეტყობა ლენინი რომ მოკვდა არც ის გჯერათ და ჩვენ ეს დიდი ხანია გავიგეთ.
ისე სტადიონზე თქვენნაერები არ მივიდოდნენ და ახალ ამბავს გეტყვით თქვენნაერებს არც ეს ეცოდინებათ. საქართველო გადავიდა ციფრულ მაუწყებლობაზე თან ყველა ტელევიზორს პულტი აქვს და ხელს თუ დააჭერ სხვა არხზე გადაირთვება.
3.რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს განსაკუთრებით მიყვარს რაგბისტები და კალათბურთელები იმის გამო რომ იბრძვიან ბოლომდე. შეიძლება ვიღაცამ ეს ვერ/არ დაინახოს მაგრამ კლასი მხოლოდ გამოცდილებით მოდის თქვენ ოღონდ არ გაჩერედეთ ნელ-ნელა მაგრამ წინ იარეთ. მახსოვს პირველ მსოფლიოზე ინგლისთან თითქმის 80 ქულით წავაგეთ შემდეგ შეხვედრაზე კი 10 ქულაზე ცოტა მეტით.
ასე გააგრძელეთ ბიჭებო მეტი ყურადღება მეტი კონცენტრაცია და შედეგიც მოვა.
სარკეში ჩაიხედეთ და ძაანაც ნუ აღფრთოვანდებით : ))
ვაითუ მეოთხე თამაში ვერ მოვიგეთ