"ავჭალაში" საქართველო მეტოქესთან ანგარიშით 14:38 დამარცხდა. ეს ქართველებისთვის მეორე მარცხია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შეხვედრის მე-17 წუთზე იარნო აუგუსტუსმა ლელო დაგვიდო, ხოლო იმანუელ ლიბოკმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
23-ე წუთზე ქართველებმაც შეძლეს ლელოს დადება, თუმცა მსაჯმა ილია სპანდერაშვილის ლელო გააუქმა. ამის მიუხედავად 29-ე წუთზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებს" ლელო უჩა ჭეიშვილმა მოუტანა, გელა აფრასიძემ გარდასახა და ანგარიში გათანბრდა - 7:7.
35-ე წუთზე კი ვანდისილე სიმელანემ დაგვიდო ლელო, ლიბოკმა გარდასა და ანგარიშ 14:7 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში "უმცროსი ბორჯღალოსნები" კაცნაკლულნი დარჩნენ, რაც კარგად გამოიყენა მეტოქემ - 53-ე და 57-ე წუთებზე სიმელანემ კიდევ ორი ლელო მიითვალა, აქედან ერთი ქერვინ ბოშმა გარდასა და ანგარიში 31:7 გახდა.
65-ე წუთზე ლელოს დადება შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გოგოლაძემ შეძლო, აფრასიძემ მარტივად გარდასახა - 14:31.
70-ე წუთზე ლიბოკმა კიდევ ერთი ჩაიწერა ანგარიშზე, ბოშმა ისევ ზუსტად გარდასახა - 38:14.
75-ე წუთზე უკვე სამხრე აფრიკა დარჩა კაცნაკლული.
მატჩის მიწურულს კი მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შედეგადაც ჩვენი ერთ მორაგებს ყვითელი უჩვენეს, ხოლო მეტოქე მორაგბეს წითელი.
- "უმცროსი ბორჯღალოსნების" ლელოები სამხრეთ აფრიკასთან მატჩში [VIDEO]
სამწუხაროდ მეორე ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 0 ქულა აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
1. სამხრეთ აფრიკა 2 1 1 0 61:37 7
2. არგენტინა 2 1 0 1 62:52 6
3. საფრანგეთი 2 1 1 0 49:48 6
4. საქართველო 2 0 0 2 40:75 0
მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 ივნისს საფრანგეთთან 18:00 საათზე გამართავს.
ასე რომ მთლად ეგრე არაა საქმე
რაგბში არც გვკადრულობენ რომ გეეთამაშონ ხოლო ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონი შეიძლება ქვეჯგუფში გყავდეს
ასე რომ ფეხბურთი დემოკრატიული სპორტია და იქ შედეგის მიხწევა გაცილებით რთული
პირდაპირ რომ ვთქვათ უსუსურები ვართ ყოველ მაღალ დაკიდებულ ბურთზე ლელოს დადების შიში მაქვს ხაზის მოთამაშეები ცალკე თემააა ისინი საერთოდ არ გვყავს ვერც შერკინებამ გაგვიმართლა იმედები დარჩა კიდე ვინმე? თუ ვინმე მიხვდა ყოჩაღ საქმე მწვრთვნელებშია ისინი არ გვყავს განსაკუთრებით ხაზის მწვრთვნელები და ეს პრობლემა ბავშვთა რაგბიდან იწყება ასე რომ მიმართვა რაგბის კავშირს მოოიწვიეთ ხაზის მწვრთვნელები ჩაატარებინეთ სემინარები რომ იქნებ თაობამ რომელიც იზრდება ისწავლონ რაგბის თამაში და მოეშვან ამ ლელო-ბურთის თამაშშს მარტო შერკინებით
გულდაწყვეტილი, არამედ გაბრაზებული, ჩაგხადეს?
ფეხბურთში რომ მოხვდე გერმანიის, ესპანეთის, არგენტინის ნაკრებებთან ერთად და მე-4 ადგილი დაიკავო, სირცხვილია?
გაიზრდებიან ეს ბიჭები, გადაუვლიან მეორე დონის ქვეყნებს და შევლენ 6 ერში. ესაა მაგ თაობის მიზანი. და იმ 6 ან 7 ერიდან ყველასთან რომ წააგონ, ეგ უმაქნისი ენები მაშინაც არ უნდა მოგიბრუნდეთ აუგის სათქმელად!