ბრაიან ო'დრისკოლი: იმედია, ექვს ერშიც უყურებენ ქართველი ახალგაზრდების თამაშს

AutoSharing Option
ირლანდიური რაგბის ლეგენდა ბრაიან ო'დრისკოლი, რომელსაც ნაკრებში 133 კეპი და 245 ქულა აქვს მოხვეჭილი, "ტვიტერზე" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩს გამოეხმაურა - საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის გუნდებს შორის.

"იმედი მაქვს, ექვსი ერის ბოსები უყურებენ 20-წლამდელთა ჩემპიონატს და საქართველოს ნაკრების გამოსვლას. ბრწყინვალე და თვალსასეირო, ოსტატური და არა მხოლოდ უხეშ ძალაზე დამოკიდებული", - წერს ო'დრისკოლი.

ირლანდიელმა სამხრეთ აფრიკასთან მატჩში ქართველთა ლელოს გაუქმებას, მსაჯის აღმაშფოთებელი საქციელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო რაგბის II ტურში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან 14:38 დამარცხდა.

ო'დრისკოლი "ბორჯღალოსნებს" მსოფლიოს
თასის ცნობილ მატჩში შეხვდა 2007 წელს, როცა ბორდოში საქართველოს ნაკრებმა კინაღამ სასწაული შეძლო და დაამარცხა ირლანდიის ნაკრები. ბოლო წუთები ქართველებმა შეტევაში გაატარეს, მატჩი კი ირლანდიამ მხოლოდ 14:10 მოიგო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 20 /
vova-ს ვითომ იხუმრე არა!შენ თუ რაგბის გაგებაში იყო!!!!!!
tazo
17:49 06-06-2017
0
ვოვა,რა არ მოგეწონა? ჯერ ყველაფერი წინაა. ბიჭები თავს არ ზოგავენ ,მეტი რა ქნან? მჯობზე მჯობი არ დაილევა. ჯერჯერობით ძლიერებთან გვიწევს თამაში, მერე ვნახოთ რა იქნება.კაპიტანი მაგარი ჰყავთ.
vaspa
18:03 06-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული