ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა გუნდმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, რაც ქართული რაგბის შემდგომი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ მომავალ თაობას, რომელმაც წლეულს ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა, ისევ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან ჭიდილში ექნება შანსი, ოსტატობა დახვეწოს, განვითარდეს.
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ამ ტურნირში არგენტინასთან მეორედ ითამაშეს. მართალია, პირველში 26:37 წააგეს,
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს აჯობა. შერკინებასა და დერეფანში ჩვენი მორაგბეები უკეთესები იყვნენ. დინამიკაშიც არ ჩამორჩებოდნენ არგენტინელებს. წესით, მეტი სხვაობითაც უნდა მოგვეგო.
და კიდევ, გუშინ საქართველოს ნაკრების მგეზავს, თედო აბჟანდაძეს 18 წელი შეუსრულდა.
ერთი სიტყვით, უმძიმესი თამაში უკანაა. ახლა, მე-9 ადგილისთვის მატჩში, მეტოქე ირლანდიის ნაკრებია, რომელმაც სამოას გუნდს სძლია - 52:26. ელიტაში დასარჩენად სწორედ სამოა და არგენტინა ითამაშებენ.
საინტერესოდ წარიმართა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ოთხეულის შეხვედრებიც. ინგლისის ნაკრებმა ორი ქულის სხვაობით დაამარცხა სამხრეთი აფრიკა - 24:22 და ტიტულის დასაცავად ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. "ბეიბი ბლექსმა" საფრანგეთი დაამარცხა - 39:26.
მატჩის შემდეგ
- ილია მაისურაძე: ასეთ მეტოქესთან წარმატება დიდი სტიმულია+
მატჩის სტენოგრამა
1-ლი წუთი: პირველი დერეფანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დაინიშნა. ჩვენმა გუნდმა ის სუფთად მოიგო და მთელი მატჩის განმავლობაში ამ კომპონენტში პრობლემა არ ჰქონია.
მე-3 წუთი: პირველი შერკინება არგენტინელთა სასარგებლოდ დაინიშნა. მეტოქეს მერე, მატჩის მსვლელობისას ამ კომპონენტშიც ვაჯობეთ.
მე-5 წუთი: ჩვენი შერკინებიდან არსენ მაჩალაძემ შეუტია. იერიში გელა აფრასიძემ განაგრძო. მერე შეტევაში შუამარბი გიორგი კვესელაძე ჩაერთო, რომელმაც ბურთი მეორეხაზელ ბექა საღინაძეს გადააწოდა, რომელმაც მეტოქეს აჯობა და ლელო გაიტანა. აფრასიძემ გარდასახა - 7:0.
მე-11 წუთი: საჯარიმო არგენტინელთა მგეზავმა ტომას ალბორნოსმა გაიტანა - 3:7
მე-13 წუთი: დერეფანი ისევ სუფთად მოვიგეთ. მოლი ავაგორეთ, მძლავრი ბიძგებით მეტოქეს უკან დავახევინეთ და ლელო გუნდის კაპიტანმა ილია სპანდერაშვილმა გაიტანა. აფრასიძე ესეც გარდასახა - 14:3.
მე-15 წუთი: მატჩის არბიტრმა ლაშა ტაბიძე შუბური ბოჭვისთვის სინბინში გაუშვა.
მე-18 წუთი: არგენტინელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და ფულბეკმა ბაუტისტა დელგუიმ ლელო გაიტანა. ალბორნოსმა ვერ გარდასახა - 8:14.
მე-20 წუთი: ალბორნოსს კიდევ ერთხელ მიეცა საჯარიმოდან ანგარიშის გახსნის საშუალება და გამოიყენა კიდეც - 11:14.
26-ე წუთი: აფრასიძემ მეტოქეს ასევე საჯარიმოთი უპასუხა - 17:11.
36-ე წუთი: არგენტინელები ჩვენი გუნდის მიძალებას ვერ უძლებენ და ისევ ჯარიმდებიან. აფრასიძე ამჯერადაც ზუსტია - 20:11.
39-ე წუთი: კიდევ ერთი საჯარიმო ჩვენ სასარგებლოდ - აფრასიძემ "უმცროსი ბორჯღალოსნები" 12 ქულით დააწინაურა - 23:11.
43-ე წუთი: არგენტინელებმა იერიში შერკინებიდან წამოიწყეს. მორკინალების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო ფაკუნდო ფერარმა გაიტანა. ბაუტისტა დაირომ გარდასახა - 18:23.
62-ე წუთი: აფრასიძემ საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
71-ე წუთი: აფრასიძემ ახლა 45 მეტრიდან სცადა კარის დალაშქვრა, მაგრამ არ გამოუვიდა.
77-ე წუთი: ამჯერად აფრასიძემ ზუსტად დაარტყა საჯარიმოდან და თავისი გუნდი გამარჯვებას მიუახლოვა - 26:18.
მე-80 წუთი: არგენტინელებმა ბოლო იერიში წამოიწყეს, ბურთი ფეხით ჩვენს ლელოში გადაკიდეს, სადაც ყველას ტომას მალანოსმა დაასწრო. დაირომ გარდასახა - 25:26.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. პლეი ოფი
IX ადგილისთვის
საქართველო-არგენტინა 26:25
საქართველო (15-9) მოდებაძე, ტაბუცაძე, გავაშელიშვილი, კვესელაძე, მესხი, აბჟანდაძე, აფრასიძე; (1-8) გოგიჩაიშვილი (ჭეიშვილი 65), ლ.პაპიძე (ჭავჭავაძე 74), ტაბიძე (გ.პაპიძე 56), საღინაძე, ჯიმშელეიშვილი, ჯალაღონია, სპანდერაშვილი (ჯაიანი 71), მაჩალაძე (კალმახელიძე 65).
2ლ: სპანდერაშვილი, საღინაძე. 4ს,2გ - აფრასიძე
სინბინი: ტაბიძე.
არგენტინა (15-9) დელგუი, მალანოსი, ფერარიო (კარერასი) 50), კასტილიონი, გონსალესი, ალბორნოსი (დაირო 41), საუსე (გარსია 63). (1-8) პულელა (მარტინესი 56), გონსალესი, ვივასი (ლუნა 48), მოლინა (ვოლკერი 56), მილანი, მედრანო, რუსი, მოლინა.
3ლ: დელგუი, მალანოსი, ფერარიო. 2გ: დაირო. 2ს: ალბორნოსი.
მსაჯი: იაკო ფან ერდენი (ს.აფრიკა).
სამოა-ირლანდია 26:52
სამოა: 3ლ - სოლიპო, ენოკა, სიი, იელემია. 3გ - ენე
ირლანდია: 8ლ - კუპერი, დორისი, დოულინგი, ფრევლი, ნეში, ვაიჩერლი, კელეჰერი (2). 6გ - დინი.
V ადგილისთვის
ავსტრალია-იტალია 42:19
ავსტრალია: 6ლ - პერესი (3), ჰიუტი, გორდარდი, ტუიპოლოტუ. 6გ - ნუსიფორა, გოდარდი (5)
იტალია: 3ლ - დალზილიო (2), დონოფრიო. 2გ - რიზი
უელსი-შოტლანდია 25:29
უელსი: 3ლ - ჯოუნზი, ნიკოლასი, რობსონი. 2გ,2ს - რობსონი.
შოტლანდია: 4ლ - ჰანტერ-ჰილი, გრეჰემი (2), მაკკენი. 3გ,ს - ისთგეითი.
I ადგილისთვის
ახ.ზელანდია-საფრანგეთი 39:26
ახ.ზელანდია: 5ლ - აუმუა, პაპალიი, ფალკონი, ჯორდანი, კლერკი. 4გ,2ს - ფალკონი.
საფრანგეთი: 4ლ - კომპანონი, მაუვაკა, ტოზინი, კუიო. 3გ - არატი.
სამ.აფრიკა-ინგლისი 22:24
სამ.აფრიკა: 3ლ - ავგუსტუსი (2), ფან ჰერდენი. 2გ,ს - ბოსხი.
ინგლისი: 3ლ - მერსერი (2), მიჩელი. 3გ,ს - მალინსი.
18 ივნისი
XI ადგილისთვის
სამოა-არგენტინა
IX ადგილისთვის
საქართველო-ირლანდია
VII ადგილისთვის
უელსი-იტალია
V ადგილისთვის
ავსტრალია-შოტლანდია
III ადგილისთვის
სამ.აფრიკა-საფრანგეთი
ფინალი
ინგლისი-ახ.ზელანდია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"