16:57 14-06-2017
Pundit Arena: საქართველომ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია [VIDEO]
AutoSharing Option
U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]
ამ მოგებას უცხოურ მედიაში ტურნირის ერთ-ერთი სიურპრიზი უწოდეს.
Pundit Arena აღფრთოვანებულია ქართველი მორაგბეების თამაშით, განსაკუთრებით კი, მოლში ძლიერი ასპარეზობით.
"ნახეთ, საქართველოს 20-წლამდელთა გუნდის შერკინებამ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია", - წერს გამოცემა.
"საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე იმედგაცრუება ელოდათ, მაგრამ პლეი ოფის პირველ მატჩში ისე ითამაშეს, რომ საამაყოდ აქვთ.
საქართველო არგენტინას კვლავ შეხვდა, ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში და შურიც იძია 26:37 მარცხისთვის. მასპინძლებმა 26:25 მოიგეს.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი" ქართველთა ეს საოცარი მოლი იყო, რომელმაც გუნდს 7 ქულა მოუტანა.
როგორც ჩანს, ქართული რაგბის მთავარი სიძლიერე კიდევ დიდხანს იქნება შერკინება და არა ბეკების თამაში", - წერს გამოცემა.
საინტერესოა "მსოფლიო რაგბის" კომენტატორის ფრაზებიც - "აფრასიძე, როგორც მწყემსი, ისე ხელმძღვანელობს ქართველთა მოლს"; "ჩვენ იშვიათად ვხედავთ ასეთ სცენებს - როცა არგენტინელები ნებისმიერ დონეზე, ასე იჩაგრებიან შერკინებაში".
მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ირაკლი მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :)))))) მეტი საქმე არააქ ამ ხალხს რა :))))) ზურა გვიყვარხარ და გვენატრები, ზურა ჰამოდი :))))))
0
0
ყველას "მოვიკითხავ გულითადად" ვისაც ქართველობის რცხვენია!!
0
0
ზურა ვინ არის :))))
0
0
რატომ ზურა,რატომ.რუსთაველის გამზრდელი ერის,ილიას გამზრდელი ერის,თუნდაც სტალინის გამზრდელი ერის(სადავო რომ არ გახდეს,მის ჭკუას და ორგანიზატორულ ნიჭს ვიგულისხმებ),სანეევის თედიაშვილის,რურუას,გობეჯიშვილის გამზრდელი ერის და ჯერ მარტო ოლიმპიური ჩემპიონი რამდენი გვყავს,მეცნიერებას აღარ შევეხები,რამდენ მეცნიერულ მიმართულებას დაუდეს სათავე ქართველბმა.ამერიკელები ასე რომ ამაყობენ თავისი მიღწევებით,ვინ შეუქმნა მათპირველი ბალეტი,პირველი საპარფიუმერიო წარმოება,პირველი ვერტმფრენი,ვისი შექმნილი თვითმფრინავებით იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში?ყველა ამათი გამზრდელი ერის შვილობა თუ სამარცხვინოა შენთვის და მხოლოდ რაგბისტებისა გეამაყება,შენი ნებაა,მაგრამ პირველი ევროპელიც საქართველოს მიწამ გამოზარდა და პირველი ოქროც საქართველოში გამოდნა,მეტალურგია საქართველოში წარმოიქმნა და მედიცინაც მედეასაგან მოდის. ყურძნის და ღვინის სამშობლოც საქართველოა და ხორბლისაც.ამის მეათედი რომ შეექმნა,ნებისმიერი ერი იამაყებდა და ჩვენ რატომ უნდა შეგვრცხვეს ქართველობა ვერ გავიგე.მგონი ვხვდები რასაც გულისხმობდი შენ სიტყვებში,მაგრამ ავი და კარგი ყველგან არის,არ იქნება სწორი საკუთარ თავში ბეწვი დავინახოთ და სხვისაში დირეც ვერა.ნათქვამია ესეც გაივლისო და ასეც იქნება,კარგი მოვა და წავა,ცუდიც მოვა და წავა,ამქვეყნად რჩება მხოლოდ სიკეთე და ხსოვნა მის შესახებ.ამიტომ აკეთე სიკეთე და დაუფასე კეთილი საქმე სხვებს,მაშინ შენც შეხვალ იმ ქართველთა რიგებში ,ვისითაც უკვა სხვა ქართველები იამაყებენ.
0
0
მეტს რას ელით ამ ძალაგამოცლილი და ნახევრადმშიერი ერის წარმომადგენლებისაგან? ქვეყანა რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, აქედან 1.2 მილიონი ან შიმშილობა ან მის ზღვარზეა, გასაოცარ შედეგებს აღწევს და ძალიან კარგი შედეგები აქვთ!!
0
0
ზურა-ს. -"დამნაშავე მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ"
0
0
რატომ ერთადერთი?? აბა კარგად დაფიქრდი...ბოლო დღეებში ზაზას ტრიუმფი NBA-ში, ევროპის ჩემპიონი ქალი ფარიკაობაში და მაინც ვიტყვი 2:0-დან ამოქაჩული თამაში ფეხბურთში დიდი ხანია არ მინახავს.
0
0
მოდი და არ დავეთანხმები ზურას ვილოაჩკა რაა,ასეთი სიბრმავე შეიძლება?????? რამხელა წარმატებას მიაღწიეს კალათბურთელებმა,წყალბურთელებმა,ძიუდოზე და ჭიდაობაზე აღარაფერს ვამბობ,მოფარიკავეებმა,მოჭადრაკეებმა..ბრმები ხართ მართლა??? ამ ღატაკ და მცირერიცხოვან ქვეყანაში ასეთი შედეგები მართლა საოცარია და თქვენ რეებს ბოჟიალობთ??? თუნდაც წარუმატებლობის გამო თუ საკუთარი ეროვნების გრცხვენია დადე ამ ქვეყნის პასპორტი და წადი აქედან.
0
0
მაგარი ბიჭების თაობა მოდის სპანდერაშვილი, აფრასიძე, პაპიძე და ა.შ. ეს ბიჭები ბევრჯერ გაახარებენ საქართველოს და ღირსეული შემცვლელები იქნებიან უფროსი ბორჯღალოსნების. ერთი რაც ყურადღებაა მისაქცევი შერკინების და მოლის მსგავსად უნდა გავაძლიეროთ სხვა მხარეებიც. წარმატებები ქართულ რაგბს!
0
0
რატო მარტო რაგბი რა კალათბურთში ნაკლები პატრიოტები და კაცები გვყავს თურა რომელია სამარცხვინო.ეგკიარა საამაყო ბიჭები არიან. და ნაღდად ქომაგობის ღირსი.წყალბურთელი ჩომახიძეც მეამაყება სულარ ვგრძნობ უხერხულებას რო მსოფლიოს საუკეთესო წყალბურთელი ქართველი იყო.არაფერს ვამბობ ჩვენ გოლიათ ტალახაძეზე.ან ეხლა რო ევროპა მოიგო ფარიკაობაში კახიანი როგორ შეიძლება არ გეამაყებოდეს ეგეთი ქართველების.ქართველობა არასდროსაა სამარცხვინო ან როგორ შეიძლება გრხცვენოდეს შენი ეროვნების ზოგადად.სხვის უხამს საქციელს მთელ ერს ვერავინ მიაწერს ეგეთები ყველა ერს ყავს ყველას ვიმეორებ და ჩვენზე ბევრად მეტი.
0
0
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული