16:57 14-06-2017
Pundit Arena: საქართველომ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია [VIDEO]
AutoSharing Option
U20. საქართველო-არგენტინა 26:25 - ბეჭზე დავდეთ, მოვუგეთ და დავრჩით [VIDEO]
ამ მოგებას უცხოურ მედიაში ტურნირის ერთ-ერთი სიურპრიზი უწოდეს.
Pundit Arena აღფრთოვანებულია ქართველი მორაგბეების თამაშით, განსაკუთრებით კი, მოლში ძლიერი ასპარეზობით.
"ნახეთ, საქართველოს 20-წლამდელთა გუნდის შერკინებამ მოლთა მოლი ააგორა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია", - წერს გამოცემა.
"საქართველო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. "უმცროს ბორჯღალოსნებს" ჯგუფურ ეტაპზე იმედგაცრუება ელოდათ, მაგრამ პლეი ოფის პირველ მატჩში ისე ითამაშეს, რომ საამაყოდ აქვთ.
საქართველო არგენტინას კვლავ შეხვდა, ახლა მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში და შურიც იძია 26:37 მარცხისთვის. მასპინძლებმა 26:25 მოიგეს.
მატჩის ერთ-ერთი მთავარი "ჰაილაითი" ქართველთა ეს საოცარი მოლი იყო, რომელმაც გუნდს 7 ქულა მოუტანა.
როგორც ჩანს, ქართული რაგბის მთავარი სიძლიერე კიდევ დიდხანს იქნება შერკინება და არა ბეკების თამაში", - წერს გამოცემა.
საინტერესოა "მსოფლიო რაგბის" კომენტატორის ფრაზებიც - "აფრასიძე, როგორც მწყემსი, ისე ხელმძღვანელობს ქართველთა მოლს"; "ჩვენ იშვიათად ვხედავთ ასეთ სცენებს - როცა არგენტინელები ნებისმიერ დონეზე, ასე იჩაგრებიან შერკინებაში".
მკითხველის კომენტარები / 17 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ირაკლი მეც ეგ კითხვა გამიჩნდა :)))))) მეტი საქმე არააქ ამ ხალხს რა :))))) ზურა გვიყვარხარ და გვენატრები, ზურა ჰამოდი :))))))
0
0
ყველას "მოვიკითხავ გულითადად" ვისაც ქართველობის რცხვენია!!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

