"მიხეილ მესხი" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მზადაა [PHOTO]

AutoSharing Option
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისთვის მიხეილ მესხის სტადიონზე ყველაფერი მზადაა.

მსოფლიო რაგბის წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად შეხვდნენ ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას თანატოლ ირლანდიელებთან 18 ივნისს, 13:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ეს გუნდები მეცხრე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ვაკის სტადიონზე, 15:30 საათზე, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე ფინალი დაიწყება. 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონობისთვის ინგლისისა და ახალი ზელანდის ნაკრებები იბრძოლებენ.

Sportall.Ge

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა
ჩემპიონატს საქართველო პირველად მასპინძლობს და ის პროექტ Check In Georgia Sport-ის ფარგლებში იმართება.

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ვიმედოვნებთ, რომ ფინალური დღე იქნება საუკეთესო და სტადიონი შეივსება. ეს არის ახალი ეტაპი ქართული რაგბის განვითარებისთვის. საქართველო ნამდვილად შევიდა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო რაგბის მასპინძელი ქვეყანა".

Sportall.Ge

გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ფინალი იქნება დაუვიწყარი, საქართველო, ალბათ, დაასრულებს ამ მსოფლიო ჩემპიონატს, როგორც ერთ-ერთი ღირსეული მონაწილე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი უცხოელი დატოვებს ჩვენს ქვეყანას მდიდარი შთაბეჭდილებით".

საიმონ ქიბლი, ტურნირის დირექტორი:
"ხვალინდელი მატჩისთვის ყველაფერი მზადაა. ვფიქრობ, რომ მონაწილეები არიან კარგ ფორმაში. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ვიმედოვნებ, რომ სტადიონი მაყურებლით გაივსება".

Sportall.Ge

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველანი სტადიონზეეეე, ვუქომაგოთ ბიჭაბს.
kaxa
20:14 17-06-2017
0
რა გირს ბილეთი
zevsi
01:29 18-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული