შეხვედრის პირველი 15 წუთი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ქართველი მორაგბეები კარგად იცავდნენ თავს.
21-ე წუთზე ირლანდიელებმა დაწინაურება მოახერხეს. ლელო ალან თაინენმა დაგვიდო. მეტოქემ გარდასახა და ანგარიში ირლანდიელების სასარგებლოდ 7:0 გახდა.
28-ე წუთზე "უმცროსმა ბოჯღალოსნებმა" სხვაობა შეამცირეს. გელა აფრასიძემ ჯარიმა დაარტყა და ანგარიში 3:7 გახადა.
32-ე წუთზე ქართველეი მორაგბეების შესანიშნავი შეტევა ლელოთი დაგვირგვინდა. ლელოს ავტორი გურამ გოგიჩაშვილი გახდა. აფრასიძემ გარდასახა და "უმცროსი ბორჯღალოსნები" დაწინაურდნენ - 10:7.