აღსანიშნავია, რომ "ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ათი ქულის სხვაობით, 8:18 დათმეს.
მე-10 წუთზე ანგარიში ლელოთი ფრანგთა მე-11 ნომერმა ჟულიენ შარბინმა გახსნა, ენზო სანგამ კი გარდასახა. ორ წუთში რეზი ჯინჭველაშვილმა საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი ოთო გიორგაძემ სტუმრებს საპასუხო ლელო დაუდო. ტაიმის დასრულებამდე სანგამ ჯერ ზედიზედ ორი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი ჟულიენ შარბონმა ლელო დაგვიდო.
ამ სპარინგ-მატჩით დასრულდა 20-წლამდელების რიგით მე-4 შეკრება, ხოლო 2015 წლის მსოფლიო ახალგაზრდულ ალაფამდე გუნდი დასკვნით შეკრებას 26 აპრილიდან შეუდგება. ტურნირი კი ლისაბონში 12 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით გაიამრთება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნები "ა" ჯგუფში ფიჯის, ურუგვაისა და მასპინძელიპორტუგალიის თანატოლთა გუნდების წინააღდეგ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით