იაპონია, იტალია თუ შოტლანდია? რომელს შეცვლიან "უმცროსი ბორჯღალოსნები"

AutoSharing Option
იტალიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო, სადაც პლანეტის 12 საუკეთესო გუნდი ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ანალოგიურ ტურნირზე მომავალ წელს, ინგლისში იასპარეზებს. ამის უფლება "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახლახან ლისაბონში დასრულებულ "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე" მოიპოვეს. 2017 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო - თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.

იტალიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი პირველ ტურში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იაპონია, იტალია და შოტლანდია იბრძოლებენ. სწორედ ამათგან ერთ-ერთს შეცვლის, სავარაუდოდ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მომავალ წელიწადს.

A ჯგუფი
ინგლისი-იაპონია 59:7,
საფრანგეთი-უელსი 19:10

სატურნირო მდგომარეობა
1. ინგლისი - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. უელსი - 0, 4. იაპონია - 0.

II ტური
საფრანგეთი-იაპონია, ინგლისი-უელსი

B ჯგუფი
სამხრეთი აფრიკა-იტალია 33:5, ავსტრალია-სამოა 34:22

სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 5, 3. სამოა - 0, 4. იტალია - 0.

II ტური
სამხრეთი აფრიკა-სამოა, ავსტრალია-იტალია

C ჯგუფი
ახალი ზელანდია-შოტლანდია 68:10, არგენტინა-ირლანდია 16:18

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ირლანდია - 4, 3. არგენტინა - 1, 4. შოტლანდია - 0.

II ტური
ახალი ზელანდია-არგენტინა, ირლანდია-შოტლანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
zangura-ს:
http://en.wikipedia.org/wiki/2015_World_Rugby_Under_20_Championship#Pool_stage
დიტო
12:09 05-06-2015
0
ვერ ვხვდები როგორი წყობაა. იქნებ ვინმემ ამიხსნათ? სამი ჯგუფიდან რამდენი გადის? როგორ ხდება ბოლო ადგილის გამოვლენა და ასე შემდეგ?
zangura
17:39 04-06-2015
0

სიახლეები პოპულარული