მზარდი საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსელებთან მეორედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
მზარდმა საქართველომ საზაფხულო სეზონის 2-მატჩიანი ამხანაგური სერიის მეორე შეხვედრაში უელსურ "ქროშეიზ XV"-თან კვლავ წააგო ამჯერად ანგარიშით 9:14.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი უპირატესობას ფლობდა. შერკინებაც უფრო მყარად და საიმედოდ იდგა, თუმცა პირველი ტაიმი მაინც 6:7 წავაგეთ.

დასაწყისში მზარდმა საქართველომ ორი საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო. ამათაგან მგეზავმა ოთარ ბარკალაიამ მხოლოდ ერთი გაიტანა მატჩის მე-10 წუთზე - 3:0.

22-ე წუთზე უელსელების ლამის პირველივე შეტევა ლელოთი დასრულდა. ჩვენი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დერეფანი სუფთად მოიგეს, ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელო გაიტანეს - 7:3.

ანგარიშის
მინიმუმამადე შემცირება 10 წუთში შევძელით. საჯარიმო ხელსაყრელი პოზიციიდან ისევ ოთარ ბარკალაიამ გაიტანა- 6:7.

მთავარი მოვლენები შესვენების შემდეგ განვითარდა. ერთ-ერთ ეპიზოდში მოედანზე გუნდური ჩხუბი ატყდა. არბიტრმა ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გაასინბინა. რამდენიმე წუთში კი მოლში ბრძოლისას მსაჯებმა სანდრო ქოიავას განზრახ უხეშობა შენიშნეს და მთავარმა არბიტრამა მას წითელი ბარათი უჩვენა. ასე დავრჩით მატჩის 50-ე წუთიდან თამაშის ბოლომდე კაცნაკლულნი.

მიუხედავად ამისა, შეცვლაზე შესულმა მამუკა ნინიძემ საჯარიმო დარტყმით წინ გაიყვანა მზარდი საქართველო - 9:7.

ეს ანგარიში მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. ჩვენმა გუნდმა ანგარიშში სხვაობის გაზრდის რამდენიმე შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, უელსელებმა მატჩის ბოლო წამებზე დაწყებული იერიში ბოლომდე მიიყვანეს და ლელო დაამიწეს. გარდასახვაც მიაყოლეს და გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე
წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული