U20. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ვარჯიში განაახლეს

AutoSharing Option
არგენტინაში, სამხრეთამერიკულ ტურნეში მყოფმა "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სერიის მეორე მატჩისთვის მზადება დაიწყეს.

შაბათს არგენტინასთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, მათ შემდეგი დღე სრულად აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმეს. დღეს, 22 თებერვალს, 20-წლამდელებმა ვარჯიში განაახლეს.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკული ტურნე "უმცროსი ბორჯღალოსნების" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპს წარმოადგენს. ტურნირი 5-25 ივნისს მანჩესტერში გაიმართება.

არგენტინა-ურუგვაიდან დაბრუნების შემდეგ მსოფლიომდე გუნდი საბოლოო, გენერალურ შეკრებას გამართავს საქართველოში, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი სატურნირო რაზმს დაასახელებს.

დარჩენილი მატჩების განრიგი

24 თებერვალი, ბუენოს აირესი - 15:30
სთ ადგ. დროით (საქ. დროით 22:30 სთ)
არგენტინა - საქართველო

28 თებერვალი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
ურუგვაი - საქართველო

4 მარტი, მონტევიდეო - 16:00 სთ ადგ. დროით (საქ. დროით 23:00 სთ)
ურუგვაი - საქართველო

მომზადებულია rugbi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
36-17 წავაგეთ
gurji
17:36 22-02-2016
0
შაბათს რა ანგარიშით დამთავრდა შეხვედრა,რატომ არ დებთ ან ვიდეოს ან სტატიას?
Rugby
15:55 22-02-2016
0

სიახლეები პოპულარული