
ჩვენმა ნაკრებმა ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალია ანგარიშით 29:10 დაამარცხა.
პირველ ტაიმში 18-წლამდელებმა სამი ლელო დადეს, სამივე არსენ მაჩალაძის ანგარიშზეა. მეორე ნახევრის დებიუტში ჯარიმით ანგარიში გელა აფრასიძემ გაზარდა - 24:10, რომელმაც პირველ ნახევარში ყველა ლელო გარდასახა. ტაიმის შუაში კი ლელო საბა ხურცილავამ დადო. აფრასიძემ კი ვერ გარდასახა.
საქართველოს ნაკრები ფინალში საფრანგეთი-ბელგიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.