"უმცროსი ბორჯღალოსნები" მსოფლიო ჩემპიონატისთვის "შევარდენზე" ემზადებიან

AutoSharing Option
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნითი შეკრების პირველი კვირა დაასრულეს. 30 მაისს ტურნირზე გამგზავრებამდე ნაკრები კიდევ 4 კვირას ივარჯიშებს, შუალედში კი ერთ კვირას დაისვენებს.

ეროვნული ნაკრების მსგავსად, 20-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბიც მზადების ბოლო ეტაპზე სარაგბო ელემენტებთან ერთად ფიზ-მომზადების პროგრამით ავარჯიშებს გუნდს, რაშიც 20-წლამდელთა მწვრთნელს, გიორგი ნადარეიშვილს ბორჯღალოსანთა ფიზ.მომზადების მწვრთნელი - ირაკლი ჭყონია ეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 7-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება, რომელშიც ქართული რაგბის ისტორიაში პირველად, მსოფლიოს 12 ელიტარულ ახალგაზრდულ ნაკრებს შორის ქართველი 20-წლამდელებიც იასპარეზებენ.

ჯგუფური
ეტაპის მატჩების განრიგი:


7 ივნისი:
ახალი ზელანდია - საქართველო;

11 ივნისი:

უელსი - საქართველო;

15 ივნისი:

ირლანდია - საქართველო.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
erti dalaqic miuyvanet an gakrichavs ab sheukravs tmebs burts da moedans rom shexedon,isicutxarit burti zgarbi araa da aucileblad dachera schirdeba.ise ki ratqmaunda warmatebebs da gamarjvebebs usurveb mudam..wminda giorgis madli gparavdet
666
16 აპრილი 2016 17:31
0

სიახლეები პოპულარული