ირლანდიის ნაკრებში ქართველი მორაგბე ითამაშებს

AutoSharing Option
მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო პირველობაზე საქართველოს ნაკრები ახალი ზელანდიის, უელსისა და ირლანდიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ირლანდიელებთან მატჩი 15 ივნისს გაიმართება და ამ მატჩში შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ქართველი დაუპირისპირდეს.

საქმე ისაა, რომ ირლანდიელთა თავკაცმა ნაიჯელ კაროლენმა 28-კაციან სიაში მოულოდნელად შეიყვანა ხუთი ისეთი მორაგბე, რომელსაც ირლანდიის 20-წლამდელთა გუნდში არასოდეს უთამაშია და ამ ხუთეულიდან ერთ-ერთი ვახ (ვახტანგ) აბდალაძეა.

ჯგუფის ფინალურ მატჩში შესაძლოა, აბდალაძეს მშობლიური ქვეყნის წინააღმდეგ მოუწიოს თამაში. "ლესტერის" ბურჯი ირლანდიაში ოჯახთან ერთად 12 წლის ასაკში გადაბარგდა. მამამისი მორაგბე იყო.

მამამისი ნიკა აბდალაძე "ბორჯღალოსანი" იყო,
თავად ვახტანგს კი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

"ქართველები, როგორც ყოველთვის, ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან, ამიტომაც მათთან დიდი დაპირისპირება გველის", - აცხადებს ირლანდიელთა თავკაცი კაროლენი.

 

მკითხველის კომენტარები / 8 /
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში დიმიტრი იაშვილსაც კი უთამაშია 1999-ში (მაშინ, როდესაც საქართველოში მემგონი ნამყოფიც კი არ იყო და ქართული ენა არც კი ესმოდა)..
წარმატებები და ღმერთმა ხელი მოუმართოს ვახ-ს!
komagi
27 მაისი 2016 12:37
0
რატომ არ დებთ ჩემს კომენტარებს?
Ia
24 მაისი 2016 12:39
0
ესეთი ბიჭი სხვაგან უნდა იყოოს? ეხლა ყველა ამაზე დაიწყებს ლაპარაკს მაგრამ რომ წირავენ ყურადღებას არ აქცევენ და მარტო მაშინ შეგიძლია სპორცმენად იქცე როცა ვინმე გყავს ეგ როგორი საქმეა?!
რამდენი მაგარი ფეხბურთელი მოჭიდავე ან მორაგბე იწირება მაგ ნეპოტიზმის გამო?

ზალიანაც კარგი ! მე ყველანაირად წარმატებებს ვუსურვებ და ღმერთმა ხელი მოუმართოს.
ნახეს ნიჭი და დაუფასა ხალხმა!
აქ რა ეკეთებინა ლეკვივით თვალებში ყურების მაგივრად ადგა კაცი და საქმეზე გადავიდა, და გამოუვიდა კიდეც!
წარმატებები!
sircxvili
24 მაისი 2016 12:28
0
5 წლიდან რომ წასულია,ეს არ გამორიცხავს,რომ ნათამაშები ჰქონდეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში.
გაგა
24 მაისი 2016 09:49
0
carmatebebi vaxtang
iasona
24 მაისი 2016 03:26
0
Ar utamashnia saqartveloshi arasodes,5wlidan aris wasuli,bodishit magram shecdomit weria...
mami
23 მაისი 2016 20:33
0
რატო არ აქცევს ?
"თავად ვახტანგს კი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია"

მეტი რა უნდა ექნათ ? ძირითად ნაკრებში ხო არ დაუძახებდნენ 19 წლისას ?.. არ უნდა საქართველოში ? ღმერთმა ხელი მოუმართოს.
Zaza-s
23 მაისი 2016 19:53
0
ესეა უცხო ქვეყანაში ქართველს პერსპექტივა რომ გაუჩნდება მერე ეძახიან ჩვენი ნაკრების მესვეურები მანამდე არავის არ ახსოვს........
zaza
23 მაისი 2016 16:26
0

სიახლეები პოპულარული