U20. თორნიკე მატარაძე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შერკინების ბურჯი თორნიკე მატარაძე ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ მე-9 ადგილისთვის 1/2-ფინალურ შეხვედრაში "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" იტალიელი თანატოლები 18:17 დაამარცხეს, მატჩის პირველი ლელო კი მატარაძემ დადო.

შერკინების ქართველი ბურჯი მართლაც საუკეთესოა ამ პოზიციაზე და ჩვენი გუნდის მორკინალების უპირატესობას ყველა სხვა მეტოქეზე, მნიშვნელოვანწილად, მისი თამაში განსაზღვრავს. მატარაძე ერთნაირად ძლიერია როგორც სტატიკურ მდგომარეობაში, ისე დინამიკური თამაშისას.

U20. საქართველო-იტალია 18:17 - აქ შემთხვევით არ შემოგვივლია [VIDEO+PHOTO]

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბეების გარეშე სიმბოლური ნაკრები მხოლოდ ჯგუფური
ტურნირის პირველი ტურის შემდეგ იყო. მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მესამეხაზელი ბექა გორგაძე მოხვდა. მომდევნო ორ სიმბოლურ გუნდში კი, როგორც უკვე ვთქვით, თორნიკე მატარაძეა.

სიმბოლური ნაკრები: 15. ჯეიკობ სტეკდალი (ავსტრალია), 14. კალებ მაკენი (ახ. ზელანდია), 13. შონ დეილი (ავსტრალია), 12. სიონე ტუიპოლოტუ (ახ. ზელანდია), 11. ედვილ ფან დერ მერვე (სამ. აფრიკა), 10. ჰარი მალონდერი (ინგლისი), 9. ჰუგ ფრეზერი (შოტლანდია). 1. თორნიკე მატარაძე (საქართველო), 2. ადამ მაკბურნი (ავსტრალია), 3. ბილ ვოლკერი (ინგლისი), 4. კვენტინ სტრენჯი (ახ. ზელანდია), 5. ჰამიშ დალზელი (ახ. ზელანდია), 6. ჯორჯ ნოტი (ინგლისი), 7. ვილ ევანსი (ინგლისი), 8. მაქს დიგანი (ავსტრალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მატარაძე არის მსოფლიოში საუკეთესო თავის პოზიციაზე. ხოლო ლობჟანიძე ჩვენი ინიესტაა. უჭკვიანესი მოთამაშეა ვასკა. გორგაძეც ძალიან მაგარია და სხვებიც.
დიმა
22 ივნისი 2016 23:43
0
დაუკვირდით, რომ ის ერთადერთია სიაში არაბობოლა ქვეყნიდან!
ნოდარი
22 ივნისი 2016 16:40
0
მადლობა! მაგარი ბიჭია ძალიან !!!
pavles-s
22 ივნისი 2016 16:00
0
გელა აფრასიძე ლელოში თამაშობს 18 წლისაა
პავლეს
22 ივნისი 2016 15:38
0
გელა აფრასიძე ლელოში თამაშობს მგონი 18 წლისაა
pavles
22 ივნისი 2016 15:16
0
იქნებ ვინმემ მიპაუხოთ უელსთან 9 ნომერი ვინ იყო რა ქვია სად თამაშობს??
Pavle
22 ივნისი 2016 14:21
0
არცერთი ფრანგი სიმბოლურში:-)ფრანგები მაგრად აკრიტიკებენ თავიანთ გუნდს საქართველოს ნაკრებს კი ზედმეტად ზერელედ იხსენიებენ და ეს თამაში უკვე მოგებული ჰგონიათ თან დიდი ანგარიშით. ეს ფრანცუები დაამარცხეთ რომ ქართული რაგბის პატივისცემა ისწავლონ და ქართველებმა ვიამაყოთ!!! წარმატებები!!!!!!!!!!!!!
fransua
22 ივნისი 2016 14:17
0
ყველაზე მეტად მომეწონა რომ ჰაერში ჩვენი უკანახაზელები მშვენიერი იყვნენ. ხელდახელ თამაში დროს ბურთის თითქმის არ გვადრდნია და ფეხით ვითამაშეთ ბრწყინვალედ. მორკინლების კარგი თამაში უკვე აღარ მიკვირს, ეს უკვე ჩვენი საფირმო ნიშანია. ერთადერთი მინუსი რაც გვქონდა აუტის აგდებაა,თუმცა ეს გამოსწორებადია,დარტყმებს რაც შეეხება მე უფრო უიღბლობას დავაბრალებ და არა დაბალ დონეს.
dato
22 ივნისი 2016 14:16
0
მატარაძე, გიორგაძე, ცუცქირიძე, გორგაძე, ლობჟანა, 2-3 წელში საკმაოდ კარგი შევსება ექნება ჩვენ ნაკრებს, უკანა ხაზელების თაობაც უკეთესი მოდის თუმცა აშკარად მაინც ბევრად უკან არიან ვიდრე წინახაზელები
რაგბი ჩვენი თამაშია
22 ივნისი 2016 13:28
0
გორგაძეა მაგი და არა გორგოძე:)))))) ისე მატარაძე ნამდვილი ბრილიანტია რაღაცით ცაბაძეს გავს. მატარაძე, გორგაძე და ლობჟანიძე უკვე ეროვნულის დონეზე არიან მზად ჩემი აზრით.საერთოდ ამ გუნდს ეტყობა ნამუშევარი რომ არის მათზე,ამიტომ მადლობა ტრენერებს და რაგბის კავშირს
bavarias
22 ივნისი 2016 13:11
0

სიახლეები პოპულარული