თუ არაფერი შეიცვალა - "უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე

AutoSharing Option
ინგლისში დასრულებული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტურნირში, რომელშიც პირველად ასპარეზობდნენ,  მე-10 ადგილი დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2017 წლის ივნისში საქართველოში ჩატარდება. საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილის დაკავებით ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, თუმცა, როგორც მასპინძელი, ის ბოლო ადგილის დაკავების შემთხვევაშიც დაიშვებოდა.

ბოლო, მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა და მას მომავალ წელს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" მოუწევს თამაში. მის ადგილს კი სამოას ნაკრები დაიკავებს.

თუ "მსოფლიოს რაგბიმ" ჯგუფებში გუნდების განაწილების პრინციპი არ შეცვალა, საქართველოში გასამართავ მსოფლიოს
ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს არგენტინის (3), სამ. აფრიკისა (4) და საფრანგეთის (9) ნაკრებებთან. სხვა ჯგუფები კი, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: 

A ჯგუფი: ინგლისი (1), ავსტრალია (6), უელსი (7), სამოა (12).
B ჯგუფი: ირლანდია (2), ახალი ზელანდია (5), შოტლანდია (8), იტალია (11).

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ, სავარაუდოდ, ქუთაისს A ჯგუფის (ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა) ნაკრებების მასპინძლობა მოუწევს. სავარაუდოდ, აქვე გაიმართება მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალური და ფინალური მატჩებიც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული