აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2017 წლის ივნისში საქართველოში ჩატარდება. საქართველოს ნაკრებმა მე-10 ადგილის დაკავებით ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, თუმცა, როგორც მასპინძელი, ის ბოლო ადგილის დაკავების შემთხვევაშიც დაიშვებოდა.
ბოლო, მე-12 ადგილი იაპონიამ დაიკავა და მას მომავალ წელს "მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფაზე" მოუწევს თამაში. მის ადგილს კი სამოას ნაკრები დაიკავებს.
თუ "მსოფლიოს რაგბიმ" ჯგუფებში გუნდების განაწილების პრინციპი არ შეცვალა, საქართველოში გასამართავ მსოფლიოს
A ჯგუფი: ინგლისი (1), ავსტრალია (6), უელსი (7), სამოა (12).
B ჯგუფი: ირლანდია (2), ახალი ზელანდია (5), შოტლანდია (8), იტალია (11).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ, სავარაუდოდ, ქუთაისს A ჯგუფის (ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა) ნაკრებების მასპინძლობა მოუწევს. სავარაუდოდ, აქვე გაიმართება მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალური და ფინალური მატჩებიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"