"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ

AutoSharing Option
2017 წლის 31 მაისს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში - თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს. იქამდე კი მასში მონაწილე 12 ელიტური ნაკრები, მათ შორის, "უმცროსი ბორჯღალოსნები", ტურნირისთვის ემზადება.

მზადება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წელსვე, 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყო. სამწვრთნელო შტაბმა უკვე რამდენიმე შეკრება გამართა და დღეს, გამთენიისას, ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ.

"უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯერ ირლანდიას ეწვევიან და 19 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე "ალსტერის" თანატოლთა გუნდს ბელფასტში ეთამაშებიან. მერე ჩვენი გუნდი შოტლანდიაში გადაინაცვლებს და 23 ნოემბერს ედინბურგში, შოტლანდიის 20-წლამდელთა
ნაკრებს შეხვდება.

ამ ეტაპზე შემადგენლობა ოპტიმალური არ არის და მწვრთნელები, ტრავმირებული მოთამაშეების გარდა, ფრანგული კლუბების მორაგბეებსაც მოისაკლისებენ.

ბრიტანეთში 30 მორაგბე გაემგზავრა და მათგან 5 ლეგიონერია. ესენია: გურამ პაპიძე და ლუკა იურინი (ლიონი), მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი (ექსეტერი), საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსი), გამოძახებულებს შორის ასევეა დავით კავთიაშვილი, რომელიც კანადაში ცხოვრობს და ოტავას უნივერსიტეტში თამაშობს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), პეტრე ჯინჭარაძე (აია), თენგიზ ზამთარაძე, ლევან პაპიძე, რევაზ დუგლაძე (ლელო), გურამ პაპიძე (ლიონი), ვანო გელაშვილი (ვეფხვები)
მეორე ხაზი: კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი), ბექა საღინაძე, გიგა გრიგალაშვილი (ლელო);
მესამე ხაზი: ილია სპანდერაშვილი (არმია), სანდრო მამამთავრიშვილი (არმაზი), თორღვა ჯალაღონია (ხულიგანა), გიორგი ნუცუბიძე, არსენ მაჩალაძე (აია);
#9: გელა აფრასიძე (ლელო), სანდრო ნახუცრიშვილი (არმია)
#10 დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), თედო აბჟანდაძე (აია)
#12-13: ბექა გავაშელიშვილი (ლელო), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი)
#11-14: ლუკა იურინი (ლიონი), აკა ტაბუცაძე (ლელო), დავით მესხი (არმია), საბა სვიმონიშვილი (ნატალ შარქსი), დავით კავთიაშვილი (ოტავას უნივერსიტეტი),
#15: ბექა მამუკაშვილი (ლელო), მირიან მოდებაძე (აია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული