"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" შოტლანდია ედინბურგში დაამარცხეს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიაში ამხანაგური მატჩი გამართა შოტლანდიის 19-წლამდელთა გუნდთან და 21:17 მოიგო.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ტაიმი 8:0 მოიგეს. მეორე ტაიმში გუნდი 18:0-ც დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმაც იყოჩაღეს და თან ჩვენ გუნდს 10 წუთით გელა აფრასიძე გაუძევეს.

rugby.ge-ს ინფორმაციით ორივე გუნდი 18 და 19 წლამდე მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული. მასპინძლების თხოვნით მატჩს 19-წლამდელთა დაპირისპირება დაერქვა, რის გამოც შერკინებაში მიწოლა არ ყოფილა. ორივე ნაკრები 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ
ედინბურგში თამაშს "ბორჯღალოსნებიც" დაესწრნენ, რომელთაც შაბათს შოტლანდიის ნაკრებთან ტესტმატჩი ელით.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა", ბრიტანულ ტურნეში რამდენიმე დღის წინ ირლანდიური "ალსტერის" 20-წლამდელთა გუნდი ანგარიშით 27:12 დაამარცხეს.

საქართველო U20
15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ბექა გავაშელიშვილი, 12. გიორგი წიკლაური, 11. დავით მესხი, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გელა აფრასიძე; 1. გურამ გოგიჩაიშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. გურამ პაპიძე, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. გიორგი ნუცუბიძე, 7. ილია სპანდერაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.
16. გიორგი ზამთარაძე, 17. პეტრე ჯინჭარაძე, 18. რევაზ დუგლაძე, 19. კობა ჯიმშელეიშვილი, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ბექა მამუკაშვილი, 23. სანდრო სვანიძე.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გაიხარეთ ლომებო! ძალიან მაგრები ხართ!
ფერნანდო
21:54 23-11-2016
0
მშვენიერია, ყიჩაღ ბიჭებო! ერთადერთი რაც მაფიქრებს ეს 18-0 იანი ჰანდიკაპის განიავებაა, თავი ქუდში ვიგრძენით და ამ დროს მეტოქემ პირიქით მოუმატა შესაძლებლობის ზღვარზე. იმედია ბიჭებს გაკვეთილად გამოადგებათ და აღარ დაემართებათ იგივე რადგან თუნდაც იგივე სკოტების U20 თან ამხელა უპირატესობას ვეღარ მიიღებენ
ჩაუქი
22:05 23-11-2016
0

სიახლეები პოპულარული