შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ქუთაისელებმა, რომლებიც საკუთარ მოედანზე ასპარეზობდნენ, პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა (10:3) ხელიდან აღარ გაუშვეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. "აიას" მგეზავ გიორგი ბაბუნაშვილის ანგარიშზე 11 ქულა იყო.
ქუთაისელები საქართველოს საუკეთესო სარაგბო გუნდი მეოთხედ გახდნენ. აღსანიშნავია, რომ "აიას" ტიტული უკანასკნელად, 1995 წელს ჰქონდა მოპოვებული.
მესამე ადგილის მფლობელი თბილისის "აკადემია" გახდა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბოლნისის "ყოჩები" 24:17 დაამარცხა.
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრად "სპორტალში" [LIVE]
უდიდესი მოვლენა ქართულ რაგბიში! ნიკა ამაშუკელმა პლეი-ოფში იმსაჯა