"ბოლნისი ყოჩები" ძლიერდება

AutoSharing Option
საქართველოს XXIV სარაგბო ჩემპიონატის დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში არ აქვთ უფლება, ტრანსფერები განახორციელონ შიდა ჩემპიონატიდან. ამიტომ კლუბებს უცხოეთში მოთამაშე ლეგიონერების დამატებით უწევთ საკუთარი შემადგენლობის გაძლიერება.

"ბოლნისი ყოჩებმა" გუნდში არსებულ მოთამაშეთა საკმაოდ ძლიერ კონტინგენტს კიდევ ორი უაღრესად გამოცდილი მოთამაშე დაამატა.

რუსეთის კრასნოიარსკის "ენისეიდან" მშობლიურ კლუბში დაბრუნდა მარბიელი რატი ურუშაძე, ხოლო რუმინული "ტიმიშოარადან" - ბურჯი გიორგი ხოსიტაშვილი.

38 წლის რატი ურუშაძემ სარაგბო კარიერა "ყოჩებში" დაიწყო, უკანასკნელი წლების განმავლობაში კი "ენისეიში" ასპარეზობდა. რატის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 41
მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 5 ლელოა.

გიორგი ხოსიტაშვილი უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში რუმინეთის ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობდა და გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა "ტიმიშოარას" რიგებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სერიოზული განაცხადია!..

კარგი ტრადიცია მკვიდრდება (იქნებ არც და უბრალოდ დამთხვევაა) როდესაც ნაკრებში ნათამაშევი, კარიერის საზღვარგარეთ ამწყობი მორაგბე ბოლო 1-2 სეზონის გატარებას საქართველოს ჩემპიონატში რომ აპირებს...

მათი გამოცდილება ძალიან წაადგება ახალგაზრდებს, შესაბამისად ჩემპიონატს და ზოგადად ქართულ რაგბის
GiorgiG83
12:34 17-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული