საქართველოს რაგბის ჩემპიონატი: ბოლნისის "ყოჩები" ყველაფერში ლიდერია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში პირველი წრე დასრულდა. საუკეთესო შედეგი საკმაოდ გრძელი მარათონის ეკვატორზე ბოლნისის "ყოჩებს" აქვს, რომელმაც 9 თამაშიდან რვა მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

"ყოჩები" უახლოეს მდევრებს, რუსთავის "ხარებს" და თბილისის "ლელოს" 12 ქულით უსწრებს, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა. ბოლნისურმა კლუბმა მეორე სეზონია, რაც ფინანსურ პრობლემებს თავი დააღწია. წლევანდელი ჩემპიონატის დაწყების წინ ყველა თავისი გაზრდილი დაიბრუნა და საკმაოდ მონოლითურ, ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა.

ნიშანდობლივია, რომ ბომბარდირთა დავაში ლიდერები სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები არიან.

საუკეთესო მექულე "ყოჩების" მგეზავი თემურ სოხაძეა, რომელმაც 105 ქულას
მოუყარა თავი. მეორე მაჩვენებელი კი რუსთავის "ხარებისა" და საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერს, ვაჟა ხუციშვილს აქვს - 65 ქულა.

ყველაზე მეტი, 5 ლელო "ყოჩების" გარემარბმა ირაკლი გეგენავამ გაიტანა. ამდენივე ლელო მიითვალა ბათუმის მორკინალმა ლევან თხელიძემ.

პირველი წრის შემდეგ პლეი ოფში გასვლის რეალურ შანსს ათიდან ცხრა გუნდი ინარჩუნებს.

ერთადერთი, რომელსაც მხოლოდ თეორიული შანსიღა დარჩა, თბილისის "თიბიესია", რომელმაც ყველა მატჩი წააგო და, ფაქტობრივად, უმაღლესი ლიგის დატოვებისთვის არის განწირული.

საუკეთესო მექულე
1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 105 ქულა; 2. ვაჟა ხუციშვილი (ხარები) - 65; 3. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 64; 4. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 63; 5. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 54; 6. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 51, 7. ბაჩი ჯოგლიძე (თიბიესი) - 51; 8. საბა ნიკოლავა (არმაზი) - 47; 9. რატი ნუცუბიძე (არმია) - 44.

საუკეთესო მელელოვე
5 ლელო: ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ლევან თხელიძე (ბათუმი)
3 ლელო: გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), თორნიკე გოგლიძე (თიბიესი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), ოთარ მინაშვილი (არმაზი), ჟორა მღებრიშვილი (ხარები), გიორგი ფრუიძე (აია), გელა შალამბერიძე (აია)
2 ლელო: ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), გიორგი ბებიაშვილი (ხარები) ბექა გიგაშვილი (ბათუმი), ლექსო გუგავა (ლელო), თორნიკე თეგეთაშვილი (ხარები), იოსებ კიკვაძე (აია), ზვიად მაისურაძე (ლელო), გიორგი მელიქიძე (ხარები), გიორგი სოსელია (არმაზი), თემურ სოხაძე (ყოჩები), მიხეილ წიკლაური (ხარები).

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 9 8 1 0 +101 36
2. ხარები 9 5 1 3 +30 24
3. ლელო 9 5 2 2 +12 24
4. ბათუმი 9 4 1 4 +11 21
5. ჯიქი 8 4 1 3 +8 20
6. აია 9 4 0 5 -4 19
7. არმია 9 4 0 5 -32 19
8. ლოკომოტივი 8 3 0 5 -14 16
9. არმაზი 7 3 0 4 -6 14
10. თიბიესი 9 0 0 9 -106 3

X ტური
თიბიესი-ლელო, არმაზი-ყოჩები, ხარები-ლოკომოტივი, ჯიქი-აია, ბათუმი-არმია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული