გათამაშებას 44 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს ბოლნისის "ყოჩები", რომელიც ჯერაც დაუმარცხებელია. ბოლნისურმა გუნდმა თერთმეტი თამაშიდან ათი მოიგო და მხოლოდ ერთში დასჯერდა ფრეს. მე-12 ტურში "ყოჩები" სტუმრად დაუპირისპირდებიან ქუთაისის "აიას", რომელიც პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის და საკმაოდ ამბიციური გუნდია.
ბოლნისელები 14 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევრებს. ასეთი კი სამია: "ბათუმი", თბილისის "ლელო" და რუსთავის "ხარები". მათ თანაბარი, 30-30 ქულა დაუგროვდათ. ბათუმელები შინ მიიღებენ აუტსაიდერ თბილისის "თიბიესს", რომელმაც დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი
ტურის ცენტრალური მატჩი კი რუსთავში გაიმართება, სადაც "ხარები" ქვეყნის ჩემპიონს, თბილისის "ლელოს" მიიღებს. ალბათ, ამ მატჩში გამოჩნდება, რამდენად კარგად აითვისეს ლელოელებმა სარასენზული "გაკვეთილები".
მეორე წრეში ერთი სიახლეა. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტსა და "ჯიქს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014-15 წლების სეზონის გათამაშების მე-12 ტურიდან კლუბს "გორის ჯიქი" ეწოდება.
ამიერიდან უკვე გორული გუნდი საშინაო მატჩებს თბილისში გამართავს და მას შემდეგ, რაც მშენებარე სტადიონი ექსპლუატაციაში შევა, სავარაუდოდ, გორში გადაბარგდება.
"ჯიქის" მეტოქე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის "ლოკომოტივი" იქნება. ამ გუნდებს შორის დაპირისპირება მუდამ მძაფრ ხასიათს ატარებს და ამჯერადაც არანაკლები უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.
თავისთვის უჩვეულო პოზიციაზეა "არმია". ნიკო ჭავჭავაძის სამწყსო ბოლოსწინა ადგილზეა, თუმცა პლეი ოფში მოხვედრის შანსი ჯერ არ დაუკარგავს. არმიელების მეტოქე მე-12 ტურში მათი უშუალო მეტოქე "არმაზი" იქნება.
საუკეთესო მექულეები
1. თემურ სოხაძე (ყოჩები) - 131 ქულა, 2. ბახვა კობახიძე (ბათუმი) - 90, 3. ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 84, 4. ვაჟა ხუციშვილი (ხარები) - 83, 5. რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი) - 78 6. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი) - 62, 7. რეზი ჯინჭველაშვილი (აია) - 56.
საუკეთესო მელელოვეები
1. ლევან თხელიძე (ბათუმი) - 7 ლელო, 2. ირაკლი გეგენავა (ყოჩები) - 6, 3. გიორგი ლომთაძე (ლელო) - 5, 4. გიორგი ბიწაძე (ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), ოთარ მინაშვილი, გიორგი სოსელია (ორივე-არმაზი) - 4.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ყოჩები 11 10 1 0 +123 44
2. ბათუმი 11 6 1 4 +30 30
3. ლელო 11 6 2 3 +58 30
4. ხარები 11 6 2 3 +48 30
5. ლოკომოტივი 11 4 1 5 +3 24
6. აია 11 5 0 6 -3 24
7. არმაზი 11 5 0 6 -28 22
8. ჯიქი 11 4 1 6 -17 20
9. არმია 11 4 0 7 -66 19
10. თიბიესი 11 1 0 10 -148 7
XII ტური
ჯიქი-ლოკომოტივი, ბათუმი-თიბიესი, ხარები-ლელო, არმაზი-არმია, აია-ყოჩები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"