"ჯიქის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლომდე მებრძოლ, სწორად მოთამაშე გუნდად ჩამოყალიბდა. დაცვაში გორული გუნდი თითქმის შეცდომის გარეშე ირჯებოდა და შეტევისას მეტოქეს რაკში თამაშში იმდენად ჯობდა, რომ წესების დარღვევას აიძულებდა. სწორედ საჯარიმოებით შეძლო "ჯიქმა" 15 ქულის მოგროვება.
საწყისი 20 წუთი "ლელომ" თამაში ვერაფრით დაალაგა. დაცვაში სამჯერ უხეში შეცდომა დაუშვა და მეტოქეს საგრძნობლად დაწინაურების საშუალება მისცა. რამაზ ხარაზიშვილმა სამი
ლელოელები ხელდახელ ბურთაობით, მიმართულების ხშირი ცვლით ცდილობდნენ მეტოქის ჩათვლის მოედანთან მიახლოებას, მაგრამ გორელთა დაცვის ხაზის გაჭრას ვერაფრით ახერხებდნენ.
ბოლოს, 26-ე წუთზე ხერხს ისევ ღონემ აჯობა. ჩემპიონთა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ბურთი აუტში გადაიტანა. დერეფანი ბაჩო კოლელიშვილმა სუფთად მოიგო, მოლი შეკრეს და მძლავრი ბიძგებით ჩათვლის მოედანში შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში მეორეხაზელი სანდრო ქოიავა იყო. ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახვა ვერ გაიტანა - 5:9.
ყიასაშვილმა პირველ ტაიმში ორი საჯარიმოც ვერ გამოიყენა და კარში დარტყმის მისია ანდორადან გუნდში მიბრუნებულმა შუამარბმა ოთარ ბარკალაიამ იტვირთა. ტაიმის მიწურულს ხარაზიშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და "ჯიქი" შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდა - 12:5.
მეორე ტაიმი სამი წუთის დაწყებული იყო, როცა ბარკალაიამ საჯარიმოთი სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 8:12. თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე კი "ლელომ" მეორე ლელო ისევ მოლის გამოყენებით მიითვალა, რომელიც ამჯერად შერკინების კვაჭის, გიორგი ლომთაძის ანგარიშზეა. ბარკალაიამ გარდასახა და ჩემპიონი დაწინაურდა - 15:12.
"ჯიქმა" მაინც შეძლო მარცხისგან თავის დაღწევა. თამაშის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მგეზავმა მამუკა ნინიძემ საჯარიმო გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 15:15.
საქართველოს რაგბის ჩემპიონატი. XIV ტური
ჯიქი-ლელო 15:15
ჯიქი (15-9) სვანიძე, ბიწაძე (კიკნაძე 69), გაბროშვილი, ხუციშვილი, ხარაზიშვილი, ნინიძე, ჭინჭარაული. (1-8) კვერნაძე, მამრიკიშვილი, ოქრიაშვილი (ქარჩავა 69), გოგოლიძე, ტრაპაიძე (მიქაძე 60), მჭედლიშვილი, ტუჩაშვილი, შენგელია.
5ს: ხარაზიშვილი (4), ნინიძე.
სინბინი: ჭინჭარაული.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, ხეცოიძე, ტალახაძე (შანიძე 78), ბარკალაია, თოდუა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) ჯულაყიძე (სანიკიძე 65), ლომთაძე, მელიქიძე, კოპაძე, ქოიავა (ხორბალაძე 79), კოლელიშვილი, სურგულაძე, ბუბუტეიშვილი.
2ლ: ქოიავა, ლომთაძე. ს,გ: ბარკალაია.
მსაჯი: ედი ოკონელი (ირლანდია)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"