უმაღლესი ლიგის ხელმოცარულის ვინაობა ცნობილია - თბილისის "თიბიეს". გადათამაშებაში კი "არმია" იასპარეზებს.
ბოლო ტურში საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა მოსალოდნელი სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში მყოფ გუნდებს შორის. პლეი ოფის ხუთი მონაწილის ვინაობა ცნობილია. მეექვსე საგზურისთვის კი ორი გუნდი, ქუთაისის "აია" და თბილისის "არმაზი" იბრძოლებენ. არადა, ქუთათურებს თითქმის განაღდებული ჰქონდათ დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება.
ბოლოსწინა, მე-17 ტურში "აიამ" სტუმრად დაამარცხა რუსთავის "ხარები" და მასპინძელთა გუნდი რთულ სატურნირო მდგომარეობაში ჩააყენა. თუმცა, "ხარების" მესვეურებმა მატჩის
აი რა წერია რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის სხდომის ოქმში #31.
"საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარემ მ. თავზარაშვილმა, კომისიის წევრების: ე. ნაჭყებიას, ი.ჩიქავას და ვ.სამხარაძის მონაწილეობით, მ/წლის 31 მარტს შევადგინეთ ოქმი შემდეგზე:
სადისციპლინო კომისიამ ზემოაღნიშნული შემადგენლობით განიხილა სრკ-ს საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის ნ. მამრიკიშვილის მომართვა, მატჩის მეთვალყურის გ. ჯალაღონიას ოქმი და კლუბ რუსთავის "ხარების" განცხადება.
გამოირკვა, რომ ამა წლის 29 მარტს გაიმართა უმაღლესი ლიგის კალენდარული მატჩი რუსთავის "ხარებისა" და ქუთაისი "აიას" შორის. კლუბ რუსთავის "ხარების" განცხადების და ვიდეომასალის განხილვისას გამოირკვა, რომ ქუთაისის "აიამ" დაარღვია სრკ სადისციპლინო კოდექსის 1.16 პუნქტი.
კერძოდ, ცრუ შერკინების მოთხოვნის შემდეგ გუნდმა არ მოიკლო ერთი მოთამაშე (იხ. 2014-2015 წ. რაგბის წესები 3.5. (კ) პუნქტი ან სრკ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული ცრუ შერკინების წესის განმარტება).
სრკ-ს სადისციპლინო კომისიამ იხელმძღვანელა სრკ-ს სადისციპლინო კოდექსის 1.16 და 3.1; 3.2; 3.3 პუნქტებით და დაადგინა: კლუბ ქუთაისი "აიას" ჩაეთვალოს წაგება და დააკლდეს 1 (ერთი) ქულა".
შედეგად, რუსთავის "ხარები" 45 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა და პლეი ოფში გააღწია. "აია" კი ახლა მეექვსე ადგილზეა და უახლოეს მდევარ თბილისის "არმაზს" ოთხი ქულით უსწრებს.
ქუთათურები ბოლო ტურში სწორედ არმაზელებს უმასპინძლებენ და პლეი ოფში გასასვლელად ფრეც ხელს აძლევთ.
ტურის სხვა მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თბილისის "ლოკომოტივისა" და "ბათუმის" დაპირისპირება, რომლებსაც პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, თუმცა გასარკვევი ისაა, ვინ ვის და სად დაუპირისპირდება. თუ რკინიგზელებმა ბათუმელთა დამარცხება შეძლეს და თუნდაც მე-4 ადგილი დაიკავეს, გასავარდნ ფინალში გამსვლელ საკვალიფიკაციო მატჩს შინ ითამაშებს.
პირველი ადგილის დაკავების შანსი აქვს ქვეყნის ჩემპიონ "ლელოს". საამისოდ მან უმოტივაციო "არმიას" უნდა სძლიოს. ლიდერმა ბოლნისის "ყოჩებმა" კი ამ დროს მარტყოფში რუსთავის "ხარებთან" უნდა წააგოს.
XVIII ტური
ჯიქი-თიბიეს, არმია-ლელო, ლოკომოტივი-ბათუმი, ყოჩები-ხარები, აია-არმაზი.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ყოჩები 17 12 1 4 +126 54
2.ლელო 17 11 3 3 +106 52
3.ბათუმი 17 10 1 6 +83 49
4.ხარები 17 9 2 7 +84 45
5.ლოკომოტივი 17 8 1 8 +53 44
6.აია 17 9 0 8 +71 42
7.არმაზი 17 8 1 8 -19 38
8.ჯიქი 17 6 2 9 -21 31
9.არმია 17 4 1 12 -161 22
10.თიბიეს 17 2 0 15 -322 11
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"