შეგახსენებთ, რომ რეგულარულ გათამაშებაში "ლელომ" მეორე ადგილი დაიკავა, რკინიგზელთა გუნდი კი მეოთხე იყო. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონებმა "ლოკომოტივი" ორჯერ, თუმცა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს, რაზეც ანგარიშებიც ნათლად მეტყველებენ - 13:9 და 14:12. ცხადია, ყოველივე აქედან გამომდინარე ფინალი დაძაბული და საინტერესო უნდა გამოდგეს.
თემურ ბენდიაშვილი, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:
"სეზონი პრობლემებით დავიწყეთ. გუნდი შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.
აგერ უკვე რვა თვე გავიდა და დღესაც სერიოზული პრობლემები გვაქვს შეტევის ორგანიზებაში. ამასთან ერთად, ჩვენი შერკინების მოთამაშეები შვიდიდან ექვსი 21-23 წლის ბიჭები არიან. არ გვყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც თამაშს წარმართავს, გუნდს წინ წარუძღვება.
ამიტომ, ამ ფსიქოლოგიური ლიდერის გარეშე ჩემპიონატის განმავლობაში "ბათუმსა" და "არმიასთან" ისეთი თამაშები წავაგეთ, დღესაც ვერ ვხვდები მიზეზს, რა მოხდა. ერთი მატჩი წავაგეთ "ყოჩებთან" და ორი "ლელოსთან". თუმცა, თუ ანგარიშს ნახავთ, ჩანს, რომ მათ დიდად არ ჩამოვრჩებოდით.
წინასწარ ფინალში ყოჩებს ძალიან დაძაბულ, დრამატულ ბრძოლაში მოვუგეთ. ჩვენ რა შანსიც მოგვეცა მატჩში უკეთ გამოვიყენეთ, ვიდრე მათ. თორემ, იმ თამაშის მოგება "ყოჩებსაც" შეეძლოთ.
"ლელო" კარგად ორგანიზებული, ყველანაირად დალაგებული კლუბია. ინფრასტრუქტურაც შესანიშნავი აქვს და სამომავლოდ ეს გუნდი კიდევ უფრო წინ წავა.
დღევანდელ გუნდში კი საკმაოდ ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეები ირჯებიან, ზვიად მაისურაძე, გიორგი კაჭარავა, ლაშა ხმალაძე, ლექსო გუგავა და ირაკლი ყიასაშვილი. ისინი სხვადასხვა დროს საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ. იმდენი გამოცდილება აქვთ, რომ თითოეულს ცალ-ცალკე შეუძლია გარდატეხა შეიტანოს თამაშში.
"ლელოს" საკმაოდ ახალგაზრდა, კარგი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი გაშლილ, სანახაობრივად ლამაზ რაგბის თამაშობს. ფინალში ამ გუნდის დამარცხება ძნელი იქნება, მაგრამ ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ".
ფოტოზე: ლევან მაისაშვილი და თემურ ბენდიაშვილი პრესკონფერენციაზე
ლევან მაისაშვილი, "ლელოს" მთავარი მწვრთნელი:
"წლევანდელ სეზონში უწინდელზე უკეთ მოვახერხეთ სეზონის ბოლოსთვის, როცა გადამწყვეტი მატჩები დადგა, გუნდის სათამაშო ფორმა პიკზე მიგვეყვანა. თუმცა, სეზონისთვის მზადება გვიან დავიწყეთ და სწორედ ამიტომ იყო, რომ პირველ წრეში არასტაბილურად ვიასპარეზეთ. სამჯერ ფრედ ვითამაშეთ.
ხელი შეგვიშალა ჩემპიონატის მიმდინარეობისას წარმოქმნილმა პაუზებმა. შესარჩევ ფინალში, "ყოჩებთან" მატჩში, მიუხედავად ბევრი შეცდომებისა, შევძელით საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება. ფინალსაც ოპტიმალური შემადგენლობით და საბრძოლო განწყობით ვხვდებით.
ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ბოლო მატჩი საკმაოდ დიდი ხნის წინათ, 16 მაისს ვითამაშეთ. გამორიცხული არ არის, ამან ჩვენს თამაშს დაღი დაასვას.
ჩვენი გუნდის მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობის მეტი გამოცდილება აქვთ, ვიდრე "ლოკომოტივის" დღევანდელ შემადგენლობას. ამიტომ, გამოცდილების ხარჯზე ვეცდებით მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობოთ.
თუმცა ერთია მცდელობა, მეორეა დაგეგმილის განხორციელება".
გუნდების შემადგენლობები
ლელო სარანსენს:
უკანა ხაზი (ბექები): 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 სანდრო თოდუა, 13 გიორგი ტალახაძე, 12 თორნიკე ცერცვაძე, 11 ლექსო გუგავა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 გიორგი კაჭარავა (კაპ.)
შერკინება (ფორვარდები): 1 გიორგი სანიკიძე, 2 გიორგი ლომთაძე, 3 შოთა მელიქიძე, 4 ზურაბ ხორბალაძე, 5 სანდრო ქოიავა, 6 ბაჩანა კოლელიშვილი, 7 დაჩი კოპაძე, 8 ზვიად მაისურაძე.
მარქაფა (სათადარიგოები): 24 ალექსანდრე ხეცოიძე, 23 ოთარ ბარკალაია, 22 სანდრო მინდიაშვილი, 16 ზურაბ ჯულაყიძე, 18 ნიკოლოზ მამისაშვილი, 19 ლაშა კერვალიშვილი, 20 ვახტანგ მძინარიშვილი, 21 გიორგი ჭყოიძე.
მწვრთნელები: ლევან მაისაშვილი, მიხეილ სუჯაშვილი, დავით ჯალაღონია.
ლოკომოტივი:
უკანა ხაზი (ბექები): 15 ბექა წიკლაური (კაპ), 14 გიორგი ბიწაძე, 13 ზურაბ ძნელაძე, 12 გოდერძი ჭინჭარაული, 11 დიტო კალანდაძე, 10
გიორგი შკინინი, 9 შალვა დავითაშვილი.
შერკინება (ფორვარდები): 1 არჩილ ბეჟიაშვილი, 2 ირაკლი კვანტიძე, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 დიმიტრი ცუხიშვილი, 5 გუჯა ღუდუშაური, 6
ლაშა ფოფხაძე, 7 გივი ბერიშვილი, 8 ბექა ბიწაძე.
მარქაფა (სათადარიგოები): 22 დავით ჟამუტაშვილი, 21 ვახტანგ კავთიძე, 20 სანდრო ქავთარაძე, 16 მირიან ბურდული, 17 ხვთისო ელოშვილი, 29 დავით გასვიანი, 28 ომარ ბალიაშვილი, 19 საბა ბერაძე.
მწვრთნელები: თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი.
მსაჯები:
რეფერი: დევიდ ვილქინსონ (ირლანდია)
კიდეებზე: შოთა თევზაძე / ნიკოლოზ ამაშუკელი
მეოთხე: თორნიკე გვირჯიშვილი
კომისარი: გიორგი ჯავახიშვილი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"