რუსთავის "ხარები" ოთხეულის ამხანაგური ტურნირის გამარჯვებულია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრებო კომიტეტის ორგანიზებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების დაწყებამდე, რომელსაც ამიერიდან "დიდი 10" ეწოდება, ოთხეულის ამხანაგური ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებაში რუსთავის "ხარები", ბოლნისის "ყოჩები", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "აკადემია" იღებდანენ მონაწილეობას. ტურნირი სამ ტურად გაიმართა.

პირველ შეხვედრაში, რომელსაც რუსთავის რაგბის სტადიონი მასპინძლობდა, "ხარებმა" ბოლნისის "ყოჩებს" 34:26 სძლია. 12 აგვისტოს კი ავჭალის სარაგბო სტადიონზე "აკადემია" 19:8 დაამარცხა.

გადამწყვეტი მატჩი რუსთაველმა მორაგბეებმა "ლოკომოტივთან" გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში ძლიერ მეტოქესთან 22:17 გაიმარჯვეს. ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასიც სწორედ მათ ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული