ერთი შეხვედრა "ყოჩებსა" და "არმაზს" შორის იმის გამო გადაიდო, რომ "ყოჩებს" ეროვნულ ნაკრებში სამი მორაგბე ჰყავს მივლენილი (გიორგაძე, ლობჟანიძე, მაჩხანელი).
შაბათი
ბოლო სამი წლის ჩემპიონმა "ლელო სარასენსმა" დიდ დიღომში საკუთარ არენაზე პირველად ითამაშა, "არმიას" უმასპინძლა და 29:16 გაიმარჯვა.
"ლელო არენაზე" მასპინძლები ირაკლი ყიასაშვილმა ორი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა, შემდეგ ისევ ჯარიმებით 28-ე წუთისთვის ანგარიში 12:3 გახდა.
I ტაიმში "ლელომ" ერთი ლელო დადო, ეს რატი შანიძემ მოახერხა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახა, "არმიამ"
II ტაიმში ყიასაშვილმა ანგარიში 22:9 გახადა, რასაც გიორგი ჭყოიძის ლელო და იმავე ყიასაშვილის გარდასახვა მოჰყვა - 29:9. ამის შემდეგ უკვე "არმიამ" იყოჩაღა, მაგრამ ვერც თამაში გადაარჩინა და ვერც სანუგეშო ბონუსი მოიპოვა - 29:16 "ლელოს" სასარგებლოდ, რომელმაც ჩემპიონატის სტარტზე ორივე თამაში მოიგო.
ავჭალაში "აკადემია" და "ხარები" დაუპირისპირდნენ - "აკადემიამ" ტაიმი 16:3 მოიგო, მეორეში კი ლელო მიიღო (უჩა აღაშვილი), თუმცა მაინც მოგებული დარჩა - 16:8, ხოლო "ხარებმა" სანუგეშო ბონუსიც ვერ მიითვალა (8 ქულაზე ნაკლებით უნდა წაეგო).
კვირა
გონიოში "ბათუმმა" ქუთაისის "აიას" უმასპინძლა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა 6:3 მოიგეს. საბოლოოდ, "ბათუმმა" 17:9 იმარჯვა.
ვიცე-ჩემპიონი "ლოკომოტივი" მოულოდნელად, შინ გორის "ჯიქთან" დამარცხდა - 6:12, არადა, ტაიმის მერე, 6:3 დაწინაურდა.
დიდი 10. II ტური
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 2 2 0 0 29-18 9
2. ბათუმი 2 2 0 0 43-27 8
3. ლელო 2 2 0 0 38-22 8
4. აია 2 1 0 1 34-26 5
5. ლოკომოტივი 2 1 0 1 27-28 5
6. აკადემია 2 1 0 1 22-17 5
7. არმია 2 0 0 2 32-40 1
8. ყოჩები 1 0 0 1 12-17 0
9. არმაზი 1 0 0 1 18-26 0
10. ხარები 2 0 0 2 17-41 0
შენიშვნა: მოგება - 4 ქულა, ფრე - 2, ბონუსი - 1, წაგება - 0
ბონუსი - სამით მეტი ლელოსთვის ან 8 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის.
III ტური
26-27 სექტემბერი
არმია-აკადემია, ხარები-ბათუმი, აია-ყოჩები, არმაზი-ლოკომოტივი, ჯიქი-ლელო.
ლევან ვერძეულის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ეგენი არმაზის მორაგბეები არიან და არა ყოჩების