დიდი 10. VII ტური. ლიდერს ქუთაისში ფეხი დაუცდა

AutoSharing Option
წინა ტურში "აია" "არმიასთან" დამარცხდა, რომელსაც იქამდე მოგების გრაფაში ნული ეწერა. გუშინ, 25 ოქტომბერს კი, ქუთათურებმა საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კიდევ ერთი ნულიანი გააქრეს, თუმცა, წინა მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად გამარჯვებულები გამოვიდნენ და მანამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე გათამაშების ლიდერ "ჯიქს" პირველი მარცხი აგემეს.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო და ანგარიში საჯარიმოდან იოსებ კიკვიძემ მოედნის ცენტრიდან ზუსტი დარტყმით გახსნა - 3:0.

ამის შემდეგ უპირატესობა "ჯიქის" მხარეს გადავიდა. გორელთა მორიგი იერიშისას მასპინძლები არასწორი ბოჭვისთვის დაჯარიმდნენ. ხარაზიშვილმა ბურთი კიდეზე კარგად გადაიტანა. აუტის შემდეგ ქუთაისელებმა კვლავ წესები
დაარღვიეს და ხარაზიშვილმა ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა - 3:3.

ხუთიოდე წუთი არ იქნებოდა გასული, როცა "აიას" სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. მასპინძლებმა ამ კომპონენტში ივარგეს, თემურ თუთბერიძემ შეტევა მარჯვენა ფლანგისკენ განავითარა, სადაც თანაგუნდელებმა არაბიძეს გაუკეთეს კარგი გადაცემა და მანაც ბურთი მარჯვენა კუთხის ალამთან ახლოს, სტუმართა ლელოში დაამიწა.

გაგა სინაურიძემ გარდასახვა ვერ გაიტანა, სამაგიეროდ, ცოტა ხანში რეზო ჯინჭველაშვილმა საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და "აია" კიდევ უფრო დააწინაურა - 11:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მატჩის მეორე ნახევარში "ჯიქი" ბევრს უტევდა, ბურთს აკონტროლებდა და მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ ბოლო წუთებამდე ქულის მოპოვება ვერ მოახერხა. მას შემდეგ, რაც ქუთაისელებს ჯერ იოსებ კიკვიძე, შემდეგ კი მიხეილ რატიაშვილი გაუსინბინეს, 13 კაცის ამარა დარჩენილმა "აიამ" სტუმართა მძლავრი შეტევა ვეღარ მოიგერია, ზედახორაში ბურთი გორელთა მარბიელ არსენ ტრაპაიძის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ლელო გაიტანა. ხარაზიშვილმა გარდასახვა გააცუდა და მატჩიც იქვე დასრულდა.

"ჯიქი" მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, მაგრამ კვლავ ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

დიდი 10. VII ტური
აია-ჯიქი 11:8
აია: (15-9) მოდებაძე, კიკვიძე, მანაგაძე, სინაურიძე, არაბიძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე; (1-8) მატარაძე (რატიაშვილი 41), მატკავა, წაქაძე (გ. ტორაძე 41), ა. ჩიტეიშვილი, გ. ჩიტეიშვილი, რევიშვილი, დ. ლოსაბერიძე (სალდაძე 52), არეშიძე
ლ: აბრამიძე 2ს: კიკვიძე, ჯინჭველაშვილი
სინბინი: კიკვიძე, რატიაშვილი
ჯიქი: (15-9) კიკნაძე (ნადირაძე 53), დევსურაშვილი, ხუციშვილი, ჯინჯიხაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე; (1-8) კაკოვინი (ჯინჭარაძე 50), მამრიკიშვილი (ორაგველიძე 41), გურგენაძე (ჩირგაძე 58), გოგოლიძე, შენგელია (ტრაპაიძე 62), ტუჩაშვილი (ტუხაშვილი 70), მჭედლიშვილი, თხელიძე (დიდებულიძე 72)
ლ: ტრაპაიძე. ს: ხარაზიშვილი
მსაჯი: ამაშუკელი

არმაზი-აკადემია 6:20
ბათუმი-ლელო 18:17
ხარები-არმია 15:11
ყოჩები-ლოკომოტივი 24:17

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 7 6 0 1 +65 27
2. ბათუმი 7 5 0 2 +15 22
3. აია 7 4 1 2 +19 20
4. ლელო 7 4 1 2 +18 19
5. ყოჩები 6 4 0 2 +24 18
6. ლოკომოტივი 6 3 0 3 +10 15
7. აკადემია 7 3 0 4 -31 14
8.არმია 7 1 1 5 -26 10
9. ხარები 7 1 0 6 -61 6
10. არმაზი 7 0 1 4 -33 4

VIII ტური
აკადემია-ლოკომოტივი, ლელო-ყოჩები, არმია-ბათუმი, ჯიქი-ხარები, არმაზი-აია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული