"ჯიქი", სავარაუდოდ, სატურნირო ცხრილის სათავეში მერვე ტურის შემდეგაც დარჩება. გორელების მეტოქე რუსთავის "ხარები" იქნება, რომელსაც სულ ერთი გამარჯვება აქვს აქტივში და ბოლოდან მეორე ადგილზეა.
"ჯიქი" წლეულს"უწინდელისგან შედარებით გაცილებით დაბალანსებულ და საინტერსო რაგბის თამაშობს. მორკინალებს უკანახაზელებმაც აუბეს მხარი და შედეგიც სახეზეა. გორული გუნდი გათამაშების ფავორიტად იქცა. რასაც ვერაფრით ვიტყვით "ხარებზე". არადა, თითქოს სეზონისწინა ტურნირზე,
საგულისხმოა, რომ პირველი სამი საფეხური სატურნირო ცხრილში რეგიონის გუნდებს უკავიათ. "ჯიქს" კვალში ჩაუდგა "ბათუმი", რომელმაც მე-7 ტურში შინ ჩემპიონი "ლელო" დაამარცხა. ზღვისპირელები შარშანდელ ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობდნენ და წლეულს, ჯერ კიდევ გასულ ჩემპიონატში ჩაყრილ საფუძველზე დაყრდნობით წინ მიიწევენ.
მერვე ტურში მათი მეტოქე "არმია" იქნება, რომლისგანაც წლეულს ბევრად მეტს მოელოდნენ, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი, "არმიამ" შვიდ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო და ერთ მატჩში ფრეს დასჯერდა. შედეგად, არმიელები სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე არიან.
"ბათუმს" ორი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ქუთაისის "აია". პირველი მარცხი ლიდერს სწორედ ქუთათურებმა აგემეს. "აიას" მუდამ სერიოზული პოტენციალი ჰქონდა. ქუთაისელები არც ამბიციურობის ნაკლებობას უჩიოდნენ, მაგრამ მიზეზთა გამო, რომელთა შორისაც ახალგაზრდა, პერსპექტიული მორაგბეების გადინებაა, გუნდი ჩემპიონობას ვერაფრით აღწევდა.
შევსება "აიას" მხოლოდ თავისი სკოლიდან აქვს. ჭაბუკთა ლიგებში ამ კლუბის აღზრდილები მუდამ წარმატებით გამოდიან. ახლახან, B ლიგაში სწორედ "აიამ" გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში თანაქალაქური "ბაგრატი" დაამარცხა.
"აია" მერვე ტურში სტუმრად ეთამაშება თბილისის "არმაზს", რომელიც საკადრო პრობლემებს განიცდის. არმაზელებს ექვს მატჩში მხოლოდ ერთი ფრე აქვთ აქტივში და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ "აიასთან" გამარჯვების მიღწევა ამ გუნდისთვის გარდამტეხი შეიძლება გამოდგეს. "არმაზი" მეტ თავდაჯერებულობას დაიბრუნებს და უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი, ვფიქრობთ, თბილისის "ლელოსა" და ბოლნისის "ყოჩებს" შორის გაიმართება. ქვეყნის ჩემპიონი ამჟამად მეოთხე ადგილზეა და მეექვსე ადგილზე მყოფ "ყოჩებს" მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.
ლიდერთა შორის მოხვედრის შანსი აქვს თბილისის "აკადემიას". თუმცა, მეტოქე სერიოზული ჰყავს - ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი "ლოკომოტივი". გამარჯვების შემთხვევაში აკადემიელები საგრძნობლად დაშორდებიან სახიფათო ზონას და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდებათ.
დიდი 10. VIII ტური
აკადემია-ლოკომოტივი, ლელო-ყოჩები, არმია-ბათუმი, ჯიქი-ხარები, არმაზი-აია.
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ჯიქი 7 6 0 1 +65 27
2.ბათუმი 7 5 0 2 +15 22
3.აია 7 4 1 2 +19 20
4.ლელო 7 4 1 2 +18 19
5.ლოკომოტივი 7 4 0 3 +15 19
6.ყოჩები 6 4 0 2 +24 18
7.აკადემია 7 3 0 4 -31 14
8.არმია 7 1 1 5 -26 10
9.ხარები 7 1 0 6 -61 6
10.არმაზი 6 0 1 5 -38 5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"