აია-აკადიამია 13:0 - ლიდერებთან უფრო ახლოს

AutoSharing Option
"ბათუმი"-"ჯიქის" დაპირისპირებაში დაფიქსირებული (6:6) ფრის შემდეგ ქუთაისის "აიას" ლიდერებთან მიახლოების კარგი შანსი გაუჩნდა. პრემიალური მოგების შემთხვევაში, ქუთაისური გუნდი, მართალია, კვლავ მესამე ადგილზე დარჩებოდა, მაგრამ ლიდერებთან ჩამორჩენას მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

"აიამ" შეხვედრა აქტიურად დაიწყო და დებიუტშივე ქუთაისელთა ახალგაზრდა ფულბეკმა იოსებ კიკვაძემ საჯარიმო დარტყმით მასპინძლები დააწინაურა - 3:0.

ამის შემდეგ უპირატესობა "აკადემიის" მხარეს გადავიდა, სტუმრები ბურთს აკონტროლებდნენ და მწვავედაც უტევდნენ. სტუმრებს საჯარიმო დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მალევე შეეძლოთ, მაგრამ სოსო მათიაშვილმა ბურთი ძელებს შორის ვერ გაატარა.

ცოტა ხანში თბილისელებმა შერკინების შემდეგ კვლავ ჯარიმის დარტყმის
უფლება მოიპოვეს, მაგრამ კარში დარტყმის ნაცვლად კიდეზე გადაიტანეს და აუტის მოგების შემდეგ მწვავედ შეუტიეს. აკადემიელები ლელოს ხაზამდე იყვნენ მისულნი, მაგრამ ბოლოს ბურთი დაკარგეს და მდგომარეობაც განიმუხტა.

ტაიმის შუაწელიდან ქუთათურებმა თამაში გამოასწორეს და მეტოქეს ჯარიმა გამოსტყუეს. დასარტყმელი პოზიცია იყო, მაგრამ მათაც თამაშის გაგრძელება ამჯობინეს. აუტის მოგების შემდეგ მოლით მიაწვნენ და ზედახორაში სტუმრებს ლელო მერაბ მატკავამ გაუტანა. კიკვაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა - 8:0;

მატჩის მეორე ნახევარში მათიაშვილს კვლავ მიეცა ანგარიშის შემცირების შანსი, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. თამაში საკმაოდ "მძიმედ" მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ბევრ შეცდომას უშვებდა. მდგომარეობიდან უფრო ადრე ქუთაისელები გამოერკვნენ და სწრაფი შეტევის შემდეგ გიორგი არაბიძემ მეორე ლელო გაიტანა. რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 13:0.

დარჩენილ დროში ორივე გუნდი ცდილობდა ლელოს გატანას და პრემიალური ქულის მოპოვებას, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. დიდი 10. IX ტური
აია-აკადემია 13:0
აია (15-9): კიკვაძე, ბ. ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე, აბრამიძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე (გ. ლოსაბერიძე 78); (1-8) რატიაშვილი (მატარაძე 43) , მატკავა (გ. უმცრ. ტორაძე 61), ლომსიანიძე (გ. უფრ. ტორაძე 44), ა. ჩიტეიშვილი, გ. ჩიტეიშვილი, შალამბერიძე (რევიშვილი 35), დ. ლოსაბერიძე არეშიძე (სალდაძე 43)
2 ლ: მატკავა, აბრამიძე. ს: კიკვაძე
სინბინი: ბ. ტორაძე (78)
გაძევება: ფრუიძე (72)
აკადემია (15-9): მათიაშვილი, სიჭინავა, ხელაია, მარგიანი, დავითაშვილი (კალანდარიშვილი 68), მოძღვრიშვილი (წასიძე 53), მაზმიშვილი (ღამბაშიძე 48); (1-8) გვარამია (ელიავა 47), ლომაური, რ.მაზმიშვილი (ღამბაშიძე 53), ნებულიშვილი (მაღლაკელიძე 68), დავითაძე, გოგლიძე, შუბითიძე, გოგოლაძე (ჭუაძე 55)
სინბინი: დავითაშვილი (66)
მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

სხვა მატჩები
ლოკომოტივი-ლელო 17:18
ბათუმი-ჯიქი 6:6

ხარები-არმაზი 10:5
ყოჩები-არმია 20:27

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯიქი 9 6 1 2 +64 30
2. ბათუმი 9 6 1 2 +36 29
3. აია 9 6 1 2 +38 28
4. ლელო 9 6 1 2 +23 27
5. ლოკომოტივი 9 5 0 4 +15 24
6. ყოჩები 8 4 0 4 +13 20
7. აკადემია 9 3 0 6 -45 15
8. ხარები 9 3 0 6 -55 14
9. არმია 9 2 1 6 -40 14
10. არმაზი 8 0 1 7 -49 7

X ტური
ლელო-აკადემია, ლოკომოტივი-არმია, ყოჩები-ჯიქი, ბათუმი-არმაზი, ხარები-აია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული