არმია-ლელო 9:15 - ჩემპიონი ისევ ლიდერია

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში მე-11 ტურამდე გორის "ჯიქი" ლიდერობდა. თბილისის "ლელო" კი, რომელიც ბოლო სამი სეზონის საუკეთესო გუნდია, იქვე, შორიახლოს იმყოფებოდა და თავის დროს ელოდა. ეს დროც დადგა და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ისევ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მე-11 ტურში ლელო "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" "არმიას" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 15:9 დაამარცხა. მეტიც, ლელოელები, რომლებიც მატჩში დომინირებდნენ, ანგარიშში მხოლოდ 70-ე წუთზე დაწინაურდნენ.

თამაში "ლელოს" იერიშებით დაიწყო. საწყის ათ წუთში ჩემპიონებმა ორი ხანგრძლივი, სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა მარტივი შეცდომების გამო მიზანს ვერაფრით უწიეს.

ანგარიში მე-13
წუთზე არმიელებმა გახსნეს, 22-ე წუთისთვის კი ექვსი ქულით დაწინაურდნენ, ისე, რომ მეტოქის ნახევარზე არც გადასულან. "არმიას" შუამარბმა ბექა ურჯუკაშვილმა ორი საჯარიმო თითქმის ერთი და იმავე პოზიციიდან, 53 მეტრიდან გაიტანა - 6:0.

"ლელო" ისევ განაგრძობდა ლელოს გატანაზე თამაშს. ერთხელ საჯარიმოს კარში დარტყმაც გადაწყვიტა, მაგრამ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა ვერ გაიტანა. ტაიმის დასასრულს ხუთი წუთი აკლდა, როცა ლელოელებმა მორიგი, ხანგრძლივი, მრავალფაზიანი იერიში ლელოთი დაასრულეს. მორკინალების მიძალების შემდეგ მარჯვენა ფრთაზე ბურთი მარცხენა, გრძელ ფრთაზე გაათამაშეს, სადაც შუმარბმა ალექსანდრე თოდუამ იყოჩაღა და ჩათვლის მოედანში შეაღწია. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 5:6. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

მეორე ტაიმში "არმიამ" კიდევ ერთი საჯარიმო გაიტანა და 9:5 დაწინაურდა. ეს ანგარიში მატჩის 70-ე წუთამდე შენარჩუნდა. "ლელო" ბევრს და გამუდმებით უტევდა, მაგრამ არმიელთა დალაგებულ და აგრესიულ დაცვას დიდხანს ვერაფერს უხერხებდა.

70-ე წუთზე "ლელომ" მორიგი საჯარიმო აუტში გადაიტანა, დერეფანი სუფთად მოიგო, მოლი შეკრა, მიაწვა და ლელოში შეაღწია. ყიასაშვილმა ვერ გარდასახა - 10:9.

ანგარიში ჩემპიონებისთვის საკმაოდ საშიში იყო. საკმარისი იქნებოდა ერთი შეცდომა და "არმია" საჯარიმოთი ისევ დაწინაურდებოდა. "ლელომ" გამოცდას გაუძლო, დაცვაში ყურადღებით ითამაშა. მატჩის ბოლო წუთზე კი მეტოქის 22-მეტრიანი ზონის ხაზთან დანიშნული შერკინებიდან არმიელებს ცხრა ნომერმა სანდრო მინდიაშვილმა შეუტია და დაალელოვა. ყიასაშვილმა ესეც ვერ გარდასახა - 15:9.

ლელოელებმა სამი ლელოს გატანის გამო პრემიალური ქულაც მიითვალეს და, როგორც უკვე ვთქვით, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ, რადგან ლიდერმა, გორის "ჯიქმა" ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივთან" წააგო - 13:25.

დიდი 10. XI ტური
არმია-ლელო 9:15
არმია (15-9) გოგოლაძე (მერკვილიშვილი 75), მესხი, ჩხიკვაძე, ურჯუკაშვილი, ზიბზიბაძე, აფციაური, მახარაშვილი. (1-8) ქორიძე, მეკოკიშვილი, ფსუტური, ქოროღლიშვილი, სურგულაძე, ნიბლაძე (გოგლიძე 57), დაუშვილი (დარასელია 34), სულუაშვილი.
3ს: ურჯუკაშვილი, გოგოლაძე
სინბინი: მეკოკიშვილი, ქორიძე.
ლელო (15-9) ყიასაშვილი, შანიძე, თოდუა, ხეცურიანი, ხეცოიძე, ბარკალაია, მინდიაშვილი. (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, მჭედლიძე (პატარია 56), სიხარულიძე (ხორბალაძე 71), ქოიავა, ბერიაშვილი (მაისურაძე 41), კოპაძე, ბუბუტეიშვილი
3ლ: თოდუა, კოპაძე, მინდიაშვილი
სინბინი: ჭყოიძე
მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი.

აია-ბათუმი 9:3
არმაზი-ყოჩები 12:15
ჯიქი-ლოკომოტივი 13:25
ხარები-აკადემია 3:8


სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლელო 11 8 1 2 +46 37
2. ჯიქი 11 7 1 3 +68 35
3. ბათუმი 11 7 1 3 +38 34
4. ლოკომოტივი 11 7 0 4 +51 33
5. აია 11 7 1 3 +35 32
6. ყოჩები 10 5 0 5 0 24
7. აკადემია 11 4 0 7 -57 19
8. ხარები 11 4 0 7 -51 19
9. არმია 11 2 1 8 -70 15
10. არმაზი 10 0 1 9 -60 8

XII ტური
აკადემია-არმია, ბათუმი-ხარები, ყოჩები-აია, ლოკომოტივი-არმაზი, ლელო-ჯიქი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული