დიდი 10. XII ტური: "აკადემიამ" "არმია" დაამარცხა

AutoSharing Option
თბილისში, "შევარდენის" სტადიონზე "აკადემიასა" და "არმიას" შორის საქართველოს რაგბის ჩემპიონატის დიდი 10-ის მე-12 ტურის მატჩი გაიმართა.

"აკადემიამ" "არმიას" სამქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 15:12 მოუგო. აკადემიელთა მხრიდან ლელო ჭუაძემ და მათიაშვილმა გაიტანეს, ხოლო "არმიიდან" ლელოთი თავი როხვაძემ და მერკვილიშვილმა გამოიჩინეს.

ამ გამარჯვების შემდეგ "აკადემია" სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-7 ადგილზე გადავიდა.

თბილისი. "შევარდენი". 15:00
აკადემია-არმია 15:12 (12:7)
აკადემია - ლელო: ჭუაძე, მათიაშვილი
გარდასახვა: მათიაშვილი
ჯარიმა: დავითაშვილი
არმია - ლელო: როხვაძე, მერკვილიშვილი
გარდასახვა: ურჯუკაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული