მსაჯის დაჭრის ფაქტზე "არმიას" წარმომადგენელს 5-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ განიხილა 27 მარტს, ფოთში, უმაღლესი ლიგის გუნდებს, "ბათუმსა" და "არმიას" შორის მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი და არსებული დებულების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

გოჩა სვანიძე: მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოთში სარაგბო მატჩის შემდეგ მსაჯი დაჭრეს

როგორც სადისციპლინო კომისიის ოქმი გვაუწყებს, მატჩის მთავარი მსაჯის, დამხმარე მსაჯების და მეთვალყურის მოხსენებით, ბარათების საფუძველზე და ვიდეომასალების განხილვისას გამოირკვა შემდეგი დისციპლინარული დარღვევები:

1. ნიკო ჭავჭავაძე ("არმიას" მწვრთნელი) - მსაჯის გადაწყვეტილებებზე არაკორექტული აპელირება, არაეთიკური და არასპორტული
საქციელის გამოვლენა

2. ჯაბა კიზირია ("არმიას" კლუბის წარმომადგენელი) - მსაჯის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

3. გიგა ჩაჩავა ("არმიას" კლუბის წარმომადგენელი) - მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4. გიორგი აფციაური ("არმიას" მორაგბე) - მსაჯთან კამათი, უდიერი, აგრესიული, შეურაცხმყოფელი საქციელი.

5. ილია სურგულაძე ("არმიას" მორაგბე) - მსაჯთან კამათი, უდიერი, აგრესიული, შეურაცხმყოფელი საქციელი.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა:

1. კლუბ "არმიას" მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძე დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 500 ლარით.

2. კლუბ "არმიას" წარმომადგენელი ჯაბა კიზირია დისკვალიფიცირებულ იქნას 5 (ხუთი) წლით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 5 000 ლარით.

3. კლუბ "არმიას" წარმომადგენელი გიგა ჩაჩავა დისკვალიფიცირებულ იქნას 1 (ერთი) წლით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 2 000 ლარით.

4. კლუბ "არმიას" მორაგბე გიორგი აფციაური დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 200 ლარით.

5. კლუბ "არმიას" მორაგბე ილია სურგულაძე დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 200 ლარით.

სადისციპლინო კომისიის დასკვნაში ასევე მითითებულია:

"მსაჯთა წერილობითი განცხადებებიდან დგინდება, რომ მატჩის მთავარ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს ინციდენტის დროს მიაყენეს სხეულის დაზიანება (ჭრილობა).

აღნიშნული ფაქტის განხილვა სცილდება საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის კომპეტენციას. აქედან გამომდინარე, სრკ-ის სადისციპლინო კომისია მიმართავს სრკ-ის პრეზიდენტს, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტი გახდეს სრკ-ის გამგეობის მსჯელობის საგანი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
დამჭრელი კაი ხნით ვირის აბანოში! და საუკუნოდ შორს რაგბისაგან!
Temur
15:49 14-04-2016
0
საერთოდ უნდა მოაშოროთ რაგბს ასეთები.
kaxa
16:57 07-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული