რაგბი. საქართველოს ჩემპიონატი. გასავარდნ ფინალში: ჯიქი-ყოჩები

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გორის "ჯიქმა", რომელმაც რეგულარული გათამაშება მესამე ადგილზე დაასრულა, ქუთაისის "აიას" უმასპინძლა და 25:14 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის პირველ ნახევარში საგრძნობ უპირატესობას ქუთაისური გუნდი ფლობდა. "აიამ" საწყისი 25 წუთი შეტევაში გაატარა, თუმცა ანგარიში "ჯიქების" უხეში შეცდომის შედეგად გახსნა. ქუთაისელთა ფულბეკმა სოსო კიკვაძემ ბურთი ფეხით მეტოქის ლელოსკენ გადაკიდა. გორელთა მცველებმა მიწიდან ასხლეტილი ბურთის მიმართულება ვერ გაარკვიეს, მას ისევ კიკვაძე დაეუფლა და ლელო გაიტანა. რეზო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 7:0.

"ჯიქი" მეტოქის 22-მეტრიან ზონაში 28-ე წუთზეღა
შევიდა და საჯარიმო გამოიმუშავა. გიორგი ხარაზიშვილმა ზუსტად დაარტყა - 3:7. "აიას" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა ტაიმის მიწურულს, როცა მატჩის ირლანდიელმა არბიტრმა ერთმანეთის მიყოლებით "ჯიქის" ორი მესამეხაზელი გაასინბინა.

რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება "აიამ" მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლო, როცა ხელდახელ შესანიშნავად იბურთავა და ლელო ცხრა ნომერმა თემურ თუთბერიძემ მიითვალა. ჯინჭველაშვილმა ესეც გარდასახა - 14:3.

ეს მატჩის 45-ე წუთზე მოხდა. ამის შემდეგ მოედანზე მთლიანად "ჯიქი" დომინირებდა, რომელმაც სამჯერ შესანიშნავად გამოიყენა მეტოქის შეცდომა და სამი ლელო გაიტანა. ერთი საჯარიმო ლელოს შემდეგ თავი გურამ შენგელიამ და ვანო გაბროშვილმა გამოიჩინეს. ხარაზიშვილმა ორი გარდასახა და ზედ ერთი საჯარიმოც მიაყოლა 55 მეტრიდან - 25:14.

"ჯიქი" შესარჩევ ფინალში ბოლნისის "ყოჩებს" დაუპირისპირდება, რომელმაც სტუმრად, ფოთში დაამარცხა "ბათუმი" - 22:13.

ჯიქი-აია 25:14
ჯიქი (15-9) კიკნაძე, დევსურაშვილი, გაბროშვილი, ჯინჯიხაძე (ხუციშვილი 55), ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე. (1-8) ორაგველიძე (კაკოვინი 64), მამრიკიშვილი (ქარჩავა 69), გურგენიძე (ჩირგაძე 67), ჯინჭარაძე (კიკნაძე 73), ტრაპაიძე, ტუჩაშვილი, მჭედლიშვილი, შენგელია.
3ლ: საჯარიმო, შენგელია, გაბროშვილი. 2ს,2გ: ზაბახიძე.
სინბინი: ტუჩაშვილი, მჭედლიშვილი
აია (15-9) ს. კიკვაძე, ტორაძე, ფრუიძე, ირემაძე, აბრამიძე, ჯინჭველაშვილი, თუთბერიძე. (1-8) რატიაშვილი (წაქაძე 53), მატკავა, გ.ტორაძე (ლომსიანიძე 65), ჩიტეიშვილი (მაჩალაძე 74), შალამბერიძე, რევიშვილი, ლოსაბერიძე, სალდაძე.
2ლ: ს.კიკვაძე, თუთბერიძე. 2გ: ჯინჭველაშვილი

პლეი ოფი
ბათუმი-ყოჩები 13:22

გასავარდნი ფინალი
ჯიქი-ყოჩები

შესარჩევი ფინალი
ლელო-ლოკომოტივი

დასარჩენი
დინამო-არმაზი 13:40

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული