აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-5 ტუ­რის ცენ­ტ­რა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ქუ­თა­ის­ში, "აია არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თა. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი "ლე­ლო" იმე­რე­თის მთა­ვარ ქა­ლაქ­ში ლი­დე­რის რან­გ­ში ჩა­ვი­და. ლე­ვან მა­ი­საშ­ვი­ლის შე­გირ­დებს ოთხი თა­მა­ში­დან ოთხი მო­გე­ბა ჰქონ­დათ და მიმ­დი­ნა­რე გა­თა­მა­შე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი გუნ­დი იყო, რო­მელ­საც მარ­ცხი არ ჰქონ­და გან­ც­დი­ლი.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი ცუ­დად არც "აიას" და­უწყია და ზე­დი­ზედ სა­მი მო­გე­ბის შემ­დეგ, მხო­ლოდ წი­ნა ტურ­ში, "ლო­კო­მო­ტივ­თან" და­მარ­ცხ­და.

ქუ­თა­ი­სუ­რი შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და და­ძა­ბუ­ლი გა­მოდ­გა. მატ­ჩის უმე­ტეს ნა­წილ­ში "აია" მე­ტო­ქე­ზე უკე­თე­სად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და სო­ლი­დუ­რი სხვა­ო­ბი­თაც იგებ­და, თუმ­ცა მე­ო­რე ტა­იმ­ში "ლე­ლომ" თა­მაშ­ში გარ­და­ტე­ხა შე­ი­ტა­ნა და
ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი ძალ­ზე ანერ­ვი­უ­ლა. სა­ბო­ლო­ოდ, "აიამ" მა­ინც იძა­ლა და რთუ­ლი, თუმ­ცა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბა მო­ი­პო­ვა.

ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა შეხ­ვედ­რა აქ­ტი­უ­რად და­იწყეს. მა­თი მრა­ვალ­ფა­ზი­ა­ნი შე­ტე­ვის შე­დე­გად სტუმ­რე­ბი და­ჯა­რიმ­დ­ნენ და გი­ორ­გი ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა შან­სი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა - 3:0.

სტუმ­რებ­მა ირაკ­ლი ყი­ა­საშ­ვი­ლის სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით ან­გა­რი­ში მა­ლე­ვე გა­ა­თა­ნაბ­რეს. ამას ქუ­თა­ი­სელ­თა მწვა­ვე შე­ტე­ვა მოჰ­ყ­ვა. სტუმ­რე­ბი სა­კუ­თარ ლე­ლოს ხაზ­თან ახ­ლოს და­ჯა­რიმ­დ­ნენ.

"აიამ" ჯა­რი­მის დარ­ტყ­მას ლე­ლო­ზე თა­მა­ში ამ­ჯო­ბი­ნა და ბურ­თი კი­დე­ზე გა­და­ი­ტა­ნა. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა აუტი წა­ა­გეს და თით­ქოს შე­ტე­ვაც ჩა­ი­შა­ლა, მაგ­რამ თბი­ლი­სე­ლებ­მა ბურ­თი ფე­ხით ცუ­დად მო­ი­გე­რი­ეს და კვლავ მას­პინ­ძ­ლებს ჩა­უგ­დეს ხელ­ში. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა შე­ტე­ვა მარ­ჯ­ვ­ე­ნა ფლან­გის­კენ გა­ნა­ვი­თა­რეს, სა­დაც მი­რი­ან მო­დე­ბა­ძემ იყო­ჩა­ღა, ცრუ­ მოძ­რა­ო­ბით ოთხი მე­ურ­ვე ჩა­მო­ი­ცი­ლა და ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძეს კარ­გი გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა, მა­ნაც თბი­ლი­სე­ლებს ხა­ზი გა­უჭ­რა და ჩათ­ვ­ლის მო­ე­დან­ში და­ა­მი­წა. ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გარ­და­სახ­ვა ზუ­ს­ტად და­არ­ტყა - 10:3.

"ლე­ლო" მდევ­რის პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნას არ შე­ე­გუა და მწვა­ვედ შე­უ­ტია. თბი­ლი­სე­ლებ­მა ზე­დი­ზედ ორი ძალ­ზე მწვა­ვე შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, ჯა­რი­მე­ბი არ და­არ­ტყეს და ორ­ჯერვე ლე­ლო­ზე ითა­მა­შეს, მაგ­რამ "აიამ" თა­ვი ყო­ჩა­ღად და­იც­ვა.

33-ე წუთ­ზე სტუმ­რებ­მა კვლავ ფე­ხით თა­მა­შის დროს და­უშ­ვეს შეც­დო­მა, მა­თი უხე­ი­რო აბ­რა­გა­ნი ქუ­თა­ისე­ლე­ბის ნა­დავ­ლი გახ­და, რა­საც სა­ლე­ლო­ვე შე­ტე­ვაც მოჰ­ყ­ვა. "აიას" ლე­ლო კი ძალ­ზე ლა­მა­ზი გა­მო­ვი­და. აბ­რა­მი­ძი­სა და მო­დე­ბა­ძის აქ­ტი­უ­რო­ბის შემ­დეგ შე­ტე­ვა ზუ­რაბ ძნე­ლა­ძემ გა­ნაგ­რ­ძო, რო­მელ­მაც ბა­ბუ­ნაშ­ვილს ულა­მა­ზე­სი პა­სი გა­უ­კე­თა. ქუ­თა­ი­სელ­თა ახალ­გაზ­რ­და მგე­ზავს ის­ღა დარ­ჩე­ნო­და, რომ მე­ტო­ქის ხა­ზი გა­ეჭ­რა და სტუმ­რე­ბი და­ე­ლე­ლო­ვე­ბი­ნა. ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა გარ­და­სახ­ვა თა­ვად­ვე გა­ი­ტა­ნა - 17:3.

სტუმ­რე­ბი მარცხს არ ეგუ­ე­ბოდ­ნენ და ჯი­ქურ უტევ­დ­ნენ, მაგ­რამ "აიას" კე­დე­ლი­ვით დაც­ვის გარ­ღ­ვე­ვას ვერ ახერ­ხებ­დ­ნენ. ტა­ი­მის მი­წუ­რულს ყი­ა­საშ­ვილს სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით ან­გა­რი­შის შემ­ცი­რე­ბა მარ­თებ­და, მაგ­რამ ხელ­საყ­რე­ლი პო­ზი­ცი­ი­დან ვერ გა­ი­ტა­ნა.

მე­ო­რე ტა­ი­მის და­საწყის­ში ოთარ ბარ­კა­ლა­ი­ას ნაც­ვ­ლად თა­მაშ­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი ჩა­ერ­თო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მოც­დი­ლი მო­თა­მა­შე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ მო­ე­დანს პირ­ვე­ლად და­უბ­რუნ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მი "ლე­ლოს" აქ­ტი­უ­რო­ბით და­იწყო, თუმ­ცა სტუ­მარ­თა მო­რი­გი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ისევ "აიას" ჯე­რი დად­გა. ქუ­თა­ი­სე­ლებ­მა მო­ედ­ნის ცენ­ტ­რ­ში შერ­კი­ნე­ბა მო­ი­გეს, სტუმ­რებს ჯა­რი­მა გა­მოს­ტყუ­ეს და ბურ­თი უცებ გა­ი­თა­მა­შეს. მათ მი­ერ ფე­ხით გა­და­კი­დე­ბულ ბურთს სტუმ­რე­ბი ვერ და­ე­უფ­ლ­ნენ. ბო­ლო ფა­ზა­ში იოსებ კიკ­ვა­ძემ მო­დე­ბა­ძეს გა­უ­კე­თა გა­და­ცე­მა და ქუ­თა­ი­სელ­თა ახალ­გაზ­რ­და ფულ­ბეკ­მა სტუმ­რებს მე­სა­მე ლე­ლო გა­უ­ტა­ნა - 22:3.

თით­ქოს­და, მატ­ჩის ბე­დი აქ უნ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლი­ყო, მაგ­რამ ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნე­ბი ასე არ ფიქ­რობ­დ­ნენ. ლე­ვან მა­ი­საშ­ვილ­მა ცვლი­ლე­ბებს მი­მარ­თა. ლე­ლო­ე­ლებ­მა მთე­ლი ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ეს. მას­პინ­ძელ­თა 22-მეტ­რი­ან ხაზ­თან აუტის მო­გე­ბის შემ­დეგ ჭე­იშ­ვილ­მა ქუ­თა­ი­სელ­თა ჩათ­ვ­ლის მო­ე­დან­ში და­ა­მი­წა, ყი­ა­საშ­ვილ­მა კი ლე­ლო ზუს­ტად გარ­და­სა­ხა - 22:10;

68-ე წუთ­ზე აბ­რა­მი­ძე გა­ა­სინ­ბი­ნეს და "აია" მო­ე­დან­ზე კაც­ნაკ­ლუ­ლი და­რ­ჩა. ამით სტუმ­რებ­მა კარ­გად ისარ­გებ­ლეს, მა­თი მწვა­ვე შე­ტე­ვა ყი­ა­საშ­ვილ­მა ლე­ლო­თი და­აგ­ვირ­გ­ვი­ნა და თა­ვად­ვე გარ­და­სა­ხა - 22:17;

თა­მა­შის დას­რუ­ლე­ბამ­დე 12 წუ­თით ად­რე ან­გა­რი­ში ხუთ ქუ­ლამ­დე შემ­ცირ­და. "აია არე­ნას" ტრი­ბუ­ნე­ბი მღელ­ვა­რე­ბამ მო­იც­ვა, თუმ­ცა ქუ­თა­ი­სელ­თა სა­სა­ხე­ლოდ უნ­და ით­ქ­ვას, რომ ისი­ნი დრო­უ­ლად გა­მო­ერ­კ­ვ­ნენ, დარ­ჩე­ნი­ლი დრო შე­ტე­ვა­ში გა­ა­ტა­რეს და თე­დო აბ­ჟან­და­ძის ზუს­ტი სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში და­ა­ფიქ­სი­რეს - 25:17.

დიდი 10. V ტური
აია-ლელო 25:17
აია (15-9) მო­დე­ბა­ძე, მა­ნა­გა­ძე (ი.კიკ­ვა­ძე 46), ძნე­ლა­ძე, ჩხიკ­ვა­ძე, აბ­რა­მი­ძე, ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი (აბ­ჟან­და­ძე 62), როხ­ვა­ძე (გ.კიკ­ვა­ძე); (1-8) ხა­რე­ბა­ვა, ერე­მე­იშ­ვი­ლი (ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლი 15), წა­ქა­ძე (ჩი­ტე­იშ­ვი­ლი 55), ჭი­ტე­იშ­ვი­ლი, შა­ლამ­ბე­რი­ძე, რე­ვიშ­ვი­ლი (ნუ­ცუ­ბი­ძე 70), ვარ­და­ნი­ძე, დან­გა­ძე (მღებ­რიშ­ვი­ლი 49)
3ლ: ჩხიკ­ვა­ძე, ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, მო­დე­ბა­ძე. 2გ: ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი. 2ს: ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, აბ­ჟან­და­ძე
სინ­ბი­ნი: აბ­რა­მი­ძე
ლე­ლო (15-9) ყი­ა­საშ­ვი­ლი, ტა­ბუ­ცა­ძე, გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი, ბარ­კა­ლაია (კვი­რი­კაშ­ვი­ლი 41), ხე­ცო­ი­ძე, ხმა­ლა­ძე, მინ­დი­აშ­ვი­ლი; (1-8) ჯუ­ლა­ყი­ძე (მარ­გა­ლი­ტა­ძე 53), ჭყო­ი­ძე (ბე­რი­აშ­ვი­ლი 76), ქარ­თ­ვე­ლიშ­ვი­ლი (მჭედ­ლი­ძე 60), ჭე­იშ­ვი­ლი, ხორ­ბა­ლა­ძე, ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი (ლო­მ­თა­ძე 58), სურ­გუ­ლა­ძე, მა­ი­სუ­რა­ძე
2ლ: ჭე­იშ­ვი­ლი, ყი­ა­საშ­ვი­ლი. 2გ,ს: ყი­ა­საშ­ვი­ლი
სინ­ბი­ნი: სურ­გუ­ლა­ძე
მსა­ჯი: გი­ორ­გი ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი.

სხვა მატჩები
არმია-ბაგრატი 14:29
ბათუმი-ლოკომოტივი 10:22
ყოჩები-ჯიქი 12:38
აკადემია-არმაზი 35:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ლელო 5 4 0 1 +27 18 2
2. ლოკომოტივი 5 4 0 1 +41 17 1
3. აია 5 4 0 1 +29 17 1
4. ჯიქი 5 3 0 2 +46 15 3
5. ბათუმი 5 3 0 2 +10 13 1
6. ბაგრატი 5 2 0 3 +1 11 3
7. აკადემია 5 2 0 3 +2 10 2
8. არმია 5 2 0 3 -18 9 1
9. ყოჩები 5 1 0 4 -56 5 1
10. არმაზი 5 0 0 5 -82 1 1

VI ტური
ბაგრატი-ჯიქი
ლოკომოტივი-ყოჩები
ლელო-ბათუმი
არმაზი-აია
არმია-აკადემია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიხარია, რომ მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა. წარმატებებს გისურვებთ მერაბ!
ელგუჯა
15:36 10-10-2016
0

სიახლეები პოპულარული