"ბაგრატს" საკმაოდ რთული მეტოქე გორის "ჯიქი" ჰყავდა და შეხვედრაც საინტერესო გამოვიდა. ქუთაისელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, შერკინების მოგების შემდეგ სტუმრებს ჯარიმა გამოსტყუეს, მაგრამ რეზო ჯინჭველაშვილმა მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა.
სამაგიეროდ, რამდენიმე წუთში შანსი ხელიდან არ გაუშვა გორელთა მგეზავმა ნიკა ბეჟუაშვილმა, რომლის საჯარიმო დარტყმის შემდეგ "ჯიქი" დაწინაურდა - 3:0.
მასპინძლებმა
დროის ამ მონაკვეთში მცირედ უპირატესობას "ბაგრატი" ფლობდა და ჯინჭველაშვილმა კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმით საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 6:3 ეს იყო და ეს, მატჩის სადავეები "ჯიქმა" იგდო ხელთ და "ბაგრატი" საკუთარ ნახევარზე გამოკეტა. თუ საწყის წუთებში მასპინძლებს შერკინებაში უპირატესობა ჰქონდათ, ახლა გორელებმა ამ კომპონენტშიც აჯობეს მეტოქეს.
23-ე წუთზე ქუთაისელები დაჯარიმდნენ, სტუმრებმა კარგი პოზიციის მიუხედავად კარში არ დაარტყეს და ბურთი კიდეზე გადაიტანეს. დერეფნის მოგების შემდეგ მოლით მიაწვნენ და შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს. მასპინძელთა ჩათვლის მოედანში ბურთი ნიკოლოზ სუხაშვილმა დაამიწა. ბეჟუაშვილმა გარდასახვა გაიტანა და "ჯიქი" ისევ დაწინაურდა - 10:6.
პირველ ტაიმში ჯინჭველაშვილმა და ბეჟუაშვილმა თითო-თითო საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს.
მატჩის მეორე ნახევარში "ჯიქმა" უპირატესობა გაზარდა. სტუმართა შეტევა ლელოთი მიხეილ ორაგველიძემ დააგვირგვინა, ბეჟუაშვილმა კი გარდასახვიდან ბურთი ძელს გაარტყა - 15:6.
მასპინძლებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს, მაგრამ წვიმიან ამინდსა და სველ ბურთს ალღო ვერ აუღეს. იმის გამო, რომ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრეს, ქუთაისელებს ორი მწვავე შეტევა ჩაეშალათ.
ამის შემდეგ მასპინძლები თითქმის 20 წუთი უმცირესობაში იყვნენ. მსაჯმა უხეშობისთვის ჯერ ბექა ტორაძე გაასინბინა, მისი დაბრუნების შემდეგ კი ყვითელი ბარათით მალხაზ ჯავახაძე დასაჯა.
მასპინძელმა ბაგრატელებმა "ჯიქის" რამდენიმე მწვავე შეტევას გაუძლეს და ჯინჭველაშვილის საჯარიმო დარტყმით ანგარიშიც შეამცირეს 9:15, მაგრამ ბოლოს ძალები აღარ ეყოთ.
74-ე წუთზე ქუთაისელებმა საკუთარი დერეფანი წააგეს. გორელები ჯიქურ მიაწვნენ, შეტევა მარჯვენა ფრთაზე განავითარეს და დავით გურგენიძემ პრემიალური ქულის მომტანი ლელო გაიტანა - 20:9.
საქართველოს სარაგბო ჩემპიონატი. დიდი 10. VI ტური
ბაგრატი-ჯიქი 9:20
ბაგრატი (15-9) კვერნაძე, ბ.ფრუიძე (საკანდელიძე 72), გ.ფრუიძე, ცნობილაძე, ტორაძე, ჯინჭველაშვილი, იობიძე (ლომინაძე 50); (1-8) ასათიანი (ჯავახაძე 50), გუდავა, გ.ტორაძე (ბალანჩივაძე 44 (გ.ტორაძე 54), არჩვაძე (კიკვაძე 62), ხელაძე (შაშიაშვილი 62), კობახიძე, ცირეკიძე, თხელიძე
3ს: ჯინჭველაშვილი
ჯიქი (15-9) კიკნაძე, წიკლაური, დევსურაშვილი, ჯინჯიხაძე, სამხარაძე, ბეჟუაშვილი, ზაბახიძე (ნადირაძე 75); (1-8) ქარჩავა (კაკოვინი 67), ორაგველიძე (სუთიძე 71), დონაძე (გურგენაძე 71), გოგოლიძე, ტრაპაიძე (კიკნაძე 76), შენგელია, მჭედლიშვილი, სუხაშვილი (დიდებულიძე 35)
3ლ: სუხაშვილი, ორაგველიძე, გურგენიძე. ს,გ: ბეჟუაშვილი
სინბინი: ბ.ტორაძე (58), ჯავახაძე (70)
მსაჯი: საბა აბულაშვილი.
ლოკომოტივი-ყოჩები 18:13
ლელო-ბათუმი 17:22
არმაზი-აია 13:30
არმია-აკადემია 22:9
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. აია 6 5 0 1 +46 22 2
2. ლოკომოტივი 6 5 0 1 +46 21 1
3. ჯიქი 6 4 0 2 +57 20 4
4. ლელო 6 4 0 2 +22 19 3
5. ბათუმი 6 4 0 2 +15 17 1
6. არმია 6 3 0 3 -5 13 1
7. ბაგრატი 6 2 0 4 -10 11 3
8. აკადემია 6 2 0 4 -11 10 2
9. ყოჩები 6 1 0 5 -61 6 2
10. არმაზი 6 0 0 6 -99 1 1
VII ტური
აკადემია-ბაგრატი
ჯიქი-ლოკომოტივი
ყოჩები-ლელო
ბათუმი-არმაზი
აია-არმია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"