ექვსი ერის შეფი: მოკლე ან საშუალო ვადებში ექვს ერში შემადგენლობა არ შეიცვლება

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში რაგბის ფანები და მედია მუდმივად განიხილავენ ექვს ერში სავარაუდო ცვლილებებს - რუმინეთისა და განსაკუთრებით, საქართველოს ნაკრების დამატების პერსპექტივას - ორგანიზაციის შეფი ჯონ ფიენი სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ცდილობს.

მისი მტკიცებით, ახლო და უფრო შორეულ მომავალშიც საქართველო და რუმინეთი ამ ტურნირს ვერ შეუერთდებიან, რადგან გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემოღება არ იგეგმება:

"მოკლე ან საშუალო დროის მონაკვეთში ეს არ მოხდება, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ბევრი კომენტარი ძალიან უსამართლოა იტალიის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იტალიის ნაკრები კარგი დანამატია ტურნირისთვის. იტალიური რაგბი
მას მერე ძალიან განვითარდა, უბრალოდ, სხვა ქვეყნებმაც მოუმატეს.

შემოდგომის ტესტებზე მათ სამხრეთი აფრიკა დაამარცხეს. ასე რომ, იტალიას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება ძალუძს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, თუ როგორ უდგება საქმეს იტალიური მხარე.

ძალიან დიდი გზაა გასავლელი მანამდე, სანამ ტურნირის მოგების კანდიდატი გახდები. მაგრამ ნებისმიერ დღეს შეიძლება იტალიელებმა ნებისმიერი მეტოქე დაამარცხონ, რაც ადრეც გაუკეთებიათ, აქ ინგლისს არ ვგულისხმობთ", - განაცხადა ჯონ ფიენმა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ექვსი ერი არის კომერციული ტურნირი და თუ ფინანსურად არ იქნებიან ჩვენით დაინტერესებულნი სულ რომ ცხვირით ვახოხოთ მაინც არ მიგვიღებენ
0
ეს რაგბის ბიზნეს შოუ აქეთ რომ შეგვეხვეწოს ექვს ერში,გვაქვს ერთად ერთი რეალური გზა რომელსა აი უკვე მესამე მხოფლიო ჩემფინატია ვერ ვიყენებთ უნდა სმეულში ან სულაც ექვსეულში უნდა შევიდეY ჯაფანის უორლდ ცემფიონშიფზე.გვაქვს ამის შნო?ჰა ბურთი და მოედანი!წლიდან წლამდე ენით ლაყბობა და თითების ვიქტორიით ფარჩხვა,ფიიკურ და სულიერ გამარჯვებას და გუთნიდედობას შედეგით, სულაც არ ნიშნავს!
M.Z. GB
17:49 30-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული