"ბორჯღალოსნები" ისევ მე-12 ადგილზე არიან, იტალია უფრო ჩამოგვრჩა

AutoSharing Option
ორშაბათს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც გათვალისწინებულია უქმეების შედეგები. საქართველოს ნაკრებმა ერთა თასის I ტურში სტუმრად ბელგია 31:6 დაამარცხა, თუმცა რეიტინგში კვლავ მე-12 საფეხურზეა.

საქართველოს ნაკრებს 74,14 ქულა აქვს და მხოლოდ 0,08 ქულით ჩამორჩება მე-11 ადგილზე მყოფ იაპონიას.

აღსანიშნავია ექვსი ერის მონაწილე იტალიის რეგრესი, იტალიელებმა 10:63 წააგეს ირლანდიასთან შინ და რეიტინგში მე-13 ადგილიც დაკარგეს, ახლა მე-13-ზე ტონგაა 71,94 ქულით.

მოწინავე ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილებაა, საფრანგეთმა შოტლანდიას მე-7 ადგილი ჩამოართვა.

ტოპ-15
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
განმარტებები რეიტინგთან დაკავშირებით
დეტალურად იხილეთ ლინკზე:
http://www.worldrugby.org/rankings/explanation
ორი სიტყვით კი ასე ანგარიშდება:
1.რეიტინგული თამაშის დროს ერთი გუნდი კარგავს იმდენ ქულას რამდენიც ემატება მეორე გუნდს
2. თუ თამაშის მომგების რეიტინგი 10 ქულაზე მეტით აღემატება დამარცხებული გუნდისას, არცერთ გუნდს რეიტინგი არ ეცვლება
3. რეიტინგების შედარებისას მასპინძელ გუნდის რეიტინგს ვირტუალურად ემატება სამი დამატებითი ქულა საანგარიშოდ.
4. რეიტინგის ქულა ერთ თამაშში შეიძლება შეიცვალოს მაქსიმუმ 2 ქულით (თუ 10 ქულით დაბალი რეიტინგის გუნდი მოიგებს 15 ქულაზე ნაკლები სახვაობით, როგორც მაგალითად იტალიამ მოუგო სამხრეთ აფრიკას) ან 3 ქულით - 15 ქულთ და მეტით მოგებისას რეიტინგის სხვაობა ერთნახევარჯერ მეტია.
4. მსოფლიო თასზე ყველაფერი ორმაგდება - იაპონიამ სამხრეთ აფრიკასთან მოგებით 4 (2-ის ნაცვლად) სარეიტინგო ქულა მიითვალა
რამაზ
15:38 14-02-2017
0
მოკლედ გერმანიასთან თუ მოვიგეთ რეიტინგი არ შეიცვლება, ფრეს შემთხვევაში 1 ქულას ვკარგავთ, წაგების (ანგარიშის სხვაობა თხუთმეტ ქულამდე) შემთხვევაში 2-ს.
რამაზ
16:43 14-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული