იტალიის ნაკრების თავკაცი: ჩვენ დამსახურებულად ვთამაშობთ ექვს ერზე

AutoSharing Option
ექვსი ერის მეორე ტურში იტალიის ნაკრები შინ 10:63 დამარცხდა ირლანდიასთან. ამ მატჩში ირლანდიელებმა 9 ლელო დადეს და ექვსი ერის ისტორიაში უდიდესი სხვაობით იმარჯვეს.

იტალიელთა ასეთი უსახური საქციელის შემდეგ კიდევ ერთხელ განახლდა დისკუსია ექვსი ერის შესაძლო რეფორმის შესახებ. მეტიც, ამ მატჩის მერე პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ირლანდიელმა ჟურნალისტმა პირდაპირ ჰკითხა იტალიელთა თავკაცს, ასევე ირლანდიელს, კონორ ო'შის, არ გეშინიათ, რომ მალე სისტემა შეიცვლება და თქვენს ადგილს საქართველო დაიკავებსო.

"ამაზე კამათი ყოველთვის იქნება, მაგრამ იტალიამ ექვს ერზე თამაში წლების განმავლობაში კარგი შედეგებით მოიპოვა. ჩვენ დავიმსახურეთ
ადგილი, სადაც ახლა ვართ. რამდენადაც მე ვიცი, ამის შესახებ არანაირი ოფიციალური დებატები არ მიდის. ეს საკითხი არ განიხილება. სანამ წესები არ შეიცვლება, ასე იქნება", - უპასუხა ო'შიმ, რომელსაც ირლანდიელთა ზელანდიელი თავკაცი ჯო შმიდტი გამოესარჩლა:

"როგორც მე ვიცი, რომი ერთ დღეში არ აშენებულა. დარწმუნებული ვარ, რომ ო'ში იტალიის ნაკრებისგან კონკურენტუნარიან გუნდს დააყენებს. მას ამის გამოცდილება აქვს. იტალიას რამდენიმე მართლაც კარგი მოთამაშე ჰყავს".
მკითხველის კომენტარები / 7 /
იტალიას ფიჯი, ტონგა და სამოა უგებენ.. ჩვენ სამივე მათგანი დამარცხებული გვყავს!
gio
17 თებერვალი 2017 11:15
0
2019 წლამდე 6 ერის რეფორმაციას არავინ განიხილავს, თუმცა არაოფიციალური დებატები უკვე დაიწყო. ამის მიზეზი იტალიის სუსტი გამოსვლაა. იტალიას თამაშის ხარისხის გაუმჯობესების რესურსი პრაქტიკულად არ გააჩნია: არგენტინიდან მაღალი დონის მოთამაშეები ვეღარ მოყავს, ახალგაზრდული ნაკრებები სუსტია და ა.შ. ძნელი წარმოსადგენია, რომ იტალია 6 ერიდან "გამოაგდონ". უფრო მოსალოდნელია, რომ საქართველო (შეიძლება რუმინეთიც) დაამატონ, რომ იტალიას ვინმეს დამარცხების შანსი ქონდეს. ეს არის საქართველოს შანსი, რომ წამყვან ევროპულ ტურნირზე მოხვდეს.
gogig
17 თებერვალი 2017 10:26
0
ბოლობოლო გვათამაშონ იტალიასთან ტესტ მატჩი და გაირკვევა გვქონდეს ამბიცია თუ არა
ყველაზე ადვილი
16 თებერვალი 2017 12:17
0
Joni-ს და სხვებს. ნუთუ აქამდე ვერ გაიგეთ, რომ 6 ერში ოსტატობის გარდა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ფინანსები. ამაზე ძალიან ბევრჯერ მიგვითითეს რაგბის ბოსებმა. იქ შესვლა ჩვენისთანა ქვეყნისათვის ფაქტიურად აუხდენელი ოცნებაა თუ რაიმე განსაკუთრებული რეფორმა არ მოხდა. ასე რომ მოთმინებით, მოთმინებით...
gogi menabde
14 თებერვალი 2017 11:16
0
რა გადაეკიდეთ ამ იტალიას. თავისი ნებით ხომ არ გამოვლენ 6 ერიდან. ჩვენ კიდე ჯერ არაფერი გვესაქმება რამოდენიმე წელი მაინც იქ. საქართველოს რაგბის დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ ეს რეალობაა. ვითამაშოთ ჯერ ეს კარგი ტეტსტ მატჩები, გამოვიჩინოთ თავი და ავიმაღლოდ კიდე უფრო დონე.
შოთა
14 თებერვალი 2017 09:41
0
ისე იქნეს რო როგორმე შეგვახვედრა იტალიასთან და მერე გამოიტანე აზრი ვინა ღირსი 6 ერის,გავგლიჯავთ შვაში დარწმუნებული ვა 100-ში 1000 პროცენტიდ, ბულკები არიან მაგენი საქართველოსთან.
Joni
14 თებერვალი 2017 03:09
0
კარგი დაიმსახურეს ადგილი ექვს ერში დაიმსახურეს მაგრამ ერთი სულ ერთხელ გვეთამაშონ სადმე მტრულად ან არ ვიცი რა ფორმატიდაც უნდათ ჯანდაბა მაგათ და ვუსურვებ იტალიას ყველგან და ყოველთვის სულ ასით ნოლზე ნაკლებად არ წაეგოთ
აკინ
13 თებერვალი 2017 20:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული